ამერიკაში პოლიციელებმა აფროამერიკელი მოკლეს! - "ფეისბუკით" გავრცელებული სკანდალური კადრები - კვირის პალიტრა

ამერიკაში პოლიციელებმა აფროამერიკელი მოკლეს! - "ფეისბუკით" გავრცელებული სკანდალური კადრები

ვიდეოში კარგად ჩანს, როგორ იცლება სისხლისგან 32 წლის ფილანდო კასტილია, იქვე კი იარაღმომარჯვებული პოლიციელი დგას, რომელიც დაჭრილს ემუქრება.

აშშ-ში მინესოტას შტატში პოლიციელებმა აფროამერიკელი მოკლეს. "ფეისბუკით" გავრცელებულმა ვიდეომ ამერიკაში დიდი რეზონანსი გამოიწვია. ვიდეოში კარგად ჩანს, როგორ იცლება სისხლისგან 32 წლის ფილანდო კასტილია, იქვე კი იარაღმომარჯვებული პოლიციელი დგას, რომელიც დაჭრილს ემუქრება. კასტილიას შეყვარებული ლავიშ რეინოლდსი " ფეისბუკზე" საზოგადოებას უხსნიდა, თუ რა ხდებოდა დანაშაულის ადგილზე. გოგონას თქმით, ისინი მანქანის ჩამტვრეული ფარის გამო გააჩერეს. მანქანაში წყვილთან ერთად მათი პატარა გოგონა იჯდა.

"ის ცდილობდა ჯიბიდან საბუთები ამოეღო, პოლიციელს შეატყობინა, რომ იარაღიც ჰქონდა, თუმცა, იმ დროს, როცა საბუთები უნდა ეჩვენებინა, პოლიციის ოფიცერმა ოთხჯერ ესრლა, მანქანის უკანა ფარი ჩამტვრეულია და სწორედ ამის გამო გაგვაჩერეს, თან გვაქვს მცირე რაოდენობით მარიხუანა".

როგორც ცნობილია, აშშ-ის იუსტიციის მინისტრი მომხდარი ფაქტის შესახებ ინფორმირებულია, საზოგადოება ელოდება, რა განაჩენს გამოიტანს მინისტრი.

"ფილანდოს ჰქონდა იარაღის ტარების უფლება, თუმცა, ის მაინც მოკლეს პოლიციელებმა. ასეთი ქმედება აუცილებლად უნდა შევაჩეროთ. ასეთი ამბები ძალიან ხშირად ხდება" - განაცხადა გარდაცვლილის ბიძამ.

ვიდეო

მოამზადა ეკა გადახაბაძემ