ესპანურმა კორიდამ 29 წლის მატადორის სიცოცხლე ისხვერპლა - კვირის პალიტრა

ესპანურმა კორიდამ 29 წლის მატადორის სიცოცხლე ისხვერპლა

ესპანურმა კორიდამ მატადორ ვიქტორ ბარიოს სიცოცხლე ისხვერპლა. 29 წლის ახალგაზრდა არენაზე გამოსვლისას გარდაიცვალა. „ბი-ბი-სი“-ს ინფორმაციით, 1985 წლის შემდეგ ეს კორიდას ფატალური შედეგით დასრულების პირველი შემთხვევაა.

ბარიო ესპანეთის ქალაქ ტერუელში გამოდიოდა, როდესაც მას ხარი დაეჯახა და სასიკვდილო ზიანი გულ-მკერდის არეში მიაყენა. ექიმებმა მატადორის დახმარება ვერ შეძლეს.

მომხდათან დაკავშირებით ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მარიანო რაჟოიმ მწუხარება გამოთქვა. ესპანეთის მთავრობის მეთაური კორიდას მხარდამჭერად ითვლება.

ესპანეთში ერთი წლის განმავლობაში 2 ათასზე მეტი შეჯიბრი იმართება, რომელშიც ხარები მონაწილობენ. თუმცა, დროთა განმავლობაში, მათი რაოდენობა მცირდება. 2010 წელს კატალონიამ კანარის კუნძულების მსგავსად კორიდას ჩატარება ოფიციალურად აკრძალა.

ვიდეო