მოსკოვში ე.წ.კანონიერი ქურდი ზაქრო კალაშოვი დააკავეს - კვირის პალიტრა

მოსკოვში ე.წ.კანონიერი ქურდი ზაქრო კალაშოვი დააკავეს

მოსკოვში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ზაქრო კალაშოვი დააკავეს. რუსული მედიის ცნობით, კალაშოვი 2015 წლის დეკემბერში ორი ადამიანის მკვლელობასთან შესაძლო კავშირში და ერთ-ერთი რესტორნის მფლობელისგან თანხის გამოძალვაშია ეჭვმიტანილი.

ზაქრო კალაშოვი რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომლებმა 11 ივლისს დააკავეს და დაკითხვაზე გადაიყვანეს.

ის რუსეთში 2014 წლის ოქტომბერში, ესპანეთში პატიმრობის მოხდის შემდეგ დაბრუნდა, სადაც ე.წ. კრიმინალური სამყაროს ლიდერი გახდა.

ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"