"სხვა პარტიაში გადასვლას არ ვაპირებ" - კვირის პალიტრა

"სხვა პარტიაში გადასვლას არ ვაპირებ"

თინა ხიდაშელი და პაატა ზაქარეიშვილი მინისტრის პორტფელს ტოვებენ, გიგლა აგულაშვილი კი - "რესპუბლიკელებს". მიუხედავად იმისა, რომ თავდაცვის უკვე ყოფილი მინისტრი მედიასთან შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ საკუთარი სურვილით თანამდებობის დატოვებას ოქტომბრამდე არ აპირებდა, ფაქტია, რომ ვარშავის სამიტის დასრულებისთანავე პოსტიდან გადადგა. (იხ: ხიდაშელი და ზაქარეიშვილი მინისტრის თანამდებობებს, აგულაშვილი კი ”რესპუბლიკურ პარტიას” ტოვებს)

ამასობაში, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ გიგლა აგულაშვილს სხვა "რესპუბლიკელებიც" მიბაძავენ და უახლოეს დღეებში "რესპუბლიკურ პარტიას" "ქართული ოცნებით" ჩაანაცვლებენ.

ჩადგება თუ არა მათ რიგებში შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, ამ საკითხზე მან გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ისაუბრა.

გთავაზობთ ამონარიდს პაატა ზაქარეიშვილის ინტერვიუდან:

- რაც შეეხება თქვენს პოლიტიკურ გეგმებს, თავდაცვის მინისტრის მსგავსად თქვენც არჩევნებამდე აპირებთ მინისტრის თანამდებობაზე ყოფნას?

- ამ საკითხზე პარტიაში ჯერ არ მისაუბრია, თუმცა გამოკვეთილი პოზიცია მაქვს - სად და როგორ ვხედავ ჩემს თავს მომავალში...

- პარტიის დატოვებას ხომ არ გეგმავთ?

- სხვა პარტიაში გადასვლას არ ვაპირებ. დღეს არსებულ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში არ მეგულება პარტია, სადაც გადასვლაზე თუნდაც ერთი წამით მიფიქრია.

იხილეთ სრულად გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან დარეგისტრირდით ჩვენს საიტზე, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია: "სინანული ერთი სიტყვის გამო გამოვხატე"