"იმას, რომ ჩემს უბნელს, ჩემი პატიმრობის დროს ჩემს მეუღლესთან ჰქონდა ურთიერთობა, ვერაფრით შევეგუე და გადავწყვიტე მომეკლა"
გასულ კვირას თბილისში მომხდარი მკვლელობა ძალოვანებმა ოპერატიულად გახსნეს და მკვლელობაში ბრალდებულიც დააკავეს. ბექა დემეტრაძე მიხეილ ცხაკაიას მკვლელობას აღიარებს. ცნობილია, რომ მან ყოფილი მეუღლის შეყვარებულზე შური იძია და ის სანადირო თოფით მოკლა. (იხ: "გასროლისას დედამ ქუჩაში გაიხედა, იფიქრა, ვიღაც დაჭრეს და მივეშველებიო, თუმცა საკუთარი შვილი შერჩა სისხლის გუბეში")
ჟურნალმა "გზამ" ექსკლუზიურად მოიპოვა ფრაგმენტი ბექა დემეტრაძის ჩვენებიდან:
"2010 წლის 12 დეკემბერს ნარკოტიკის შეძენა-შენახვისთვის დამაკავეს და 6 წელი მომისაჯეს. სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ ეჭვი გამიჩნდა მეუღლის მიმართ, რადგან პატიმრობაში ყოფნის პერიოდში გავიგე, რომ მან სასიყვარულო ურთიერთობა გააბა ჩემსავე უბანში მცხოვრებ მიხეილ ცხაკაიასთან. აღნიშნულის გამო მეუღლესთან უსიამოვნება მომიხდა და 2013 წლის 30 მაისს ოფიციალურად განვქორწინდით. განქორწინებამდე მიხეილ ცხაკაიასთანაც მქონდა პირადი საუბარი და ჩხუბი. როდესაც ჩემი მეუღლე და მიხეილ ცხაკაია ერთად დავინახე, დავრწმუნდი, რომ მათ შორის ახლო ურთიერთობა იყო, რის გამოც ვიჩხუბეთ. ჩხუბის შემდეგ მასთან ამ თემაზე აღარ მისაუბრია. მიხეილ ცხაკაიას არასწორი საქციელის გამო ძალიან გავბრაზდი. იმას, რომ ჩემს უბნელს, ჩემი პატიმრობის დროს ჩემს მეუღლესთან ჰქონდა ურთიერთობა, ვერაფრით შევეგუე და გადავწყვიტე, მიხეილ ცხაკაია მომეკლა. მხოლოდ შესაბამის მომენტს ველოდი. სანადირო თოფი ადრე შევიძინე, მაგრამ არ გამიფორმებია, რადგან ცხაკაია უნდა მომეკლა. თოფი გადავჭერი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, ლულის გადანაჭერი კი კანდელაკის ქუჩაზე, ურნაში ჩავყარე. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად დროებით სარგებლობაში არსებული "ნისანით" მივედი მიხეილ ცხაკაიას საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, გადაჭრილი თოფიც თან მქონდა. ერთ ლულაში მოვათავსე ე.წ. კარტეჩი, ხოლო მეორე ლულაში 2 ნომერი საფანტის ვაზნა და მიხეილ ცხაკაიას გამოჩენას დაველოდე. 2-საათიანი ლოდინის შემდეგ დავინახე, ცხაკაია მოემართებოდა თავის კავკასიურ ნაგაზთან ერთად სახლის მიმართულებით. ჩამიარა გვერდით და კანდელაკის ქუჩისკენ გადავიდა. გზის შუა ნაწილში იყო, ავტომანქანიდან რომ გადმოვედი და სახელი დავუძახე. მოიხედა თუ არა, დამიზნებით ვესროლე თავში ერთმანეთის მიყოლებით. მიხეილ ცხაკაია ასფალტზე დაეცა, ხოლო მისი ძაღლი გაიქცა. დავრწმუნდი, რომ ის გარდაცვლილი იყო, მერე ეს გადაჭრილი თოფი, სადაც ავტომანქანა მეყენა, იქვე მდებარე ავტოფარეხის სახურავზე შევაგდე და წავედი..."
სროლის ხმაზე ქუჩაში პირველი გარდაცვლილის დედა გამოვარდა, გამწარებული დედა შვილს მივარდა, მის გადარჩენას ცდილობდა, ყველას შველას სთხოვდა, დასისხლიანებული შვილი მკლავებზე ეწვინა. წამებში მეზობლებიც მოცვივდნენ, ქუჩაში გამვლელებიც, "სასწრაფოც" გამოჩნდა, ბიჭი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა სამწუხაროდ, ვეღარ მოხერხდა. თვითმხილველების თქმით, ბიჭი დედას ხელებში ჩააკვდა. ცხაკაიების სახლთან მისულს უამრავი ადამიანი დამხვდა. ქუჩაში ისმოდა გამწარებული დედის სულისშემძვრელი გოდება. დეტალებზე ახლობლებმა საუბარი არ ისურვეს. ყველა მათგანი მხოლოდ იმას ამბობდა, რომ მიშო დადებითი, უკონფლიქტო პიროვნება იყო.
პროკურორი ნიკოლოზ ნინიძე ამბობს, რომ სახეზეა შურისძიების მოტივით ჩადენილი განზრახ მკვლელობა. მისი თქმით, დაკითხულები არიან მოწმეები, მათ შორის, ბრალდებულის ყოფილი მეუღლე და არ დასტურდება, რომ ბრალდებულს ცოლმა უღალატა: გაგრძელება