თბილისის ზღვაში მყვინთავებმა მოზარდის ცხედარი იპოვეს - კვირის პალიტრა

თბილისის ზღვაში მყვინთავებმა მოზარდის ცხედარი იპოვეს

თბილისის ზღვაში მყვინთავებმა დაკარგული მოზარდის ცხედარი იპოვეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, მოზარდის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება მათთან გუშინ, 16:00 საათისთვის შევიდა. სამძებრო სამუშაოებიც გუშინ დაიწყო, რომელიც დღეს დილიდან განახლდა. მოზარდს მყვინთავების შვიდკაციანი ჯგუფი ეძებდა.

არსებული ინფორმაციით, 15 წლამდე ასაკის ბიჭი თბილისის ზღვაზე საბანაოდ მეგობართან ერთად იმყოფებოდა.