"გუშინ ყურები დააჭრა და მთელი დღე ვერ მოვიშორე ეს დარდი, დღეს ყელი გამოჭრაო" - კვირის პალიტრა

"გუშინ ყურები დააჭრა და მთელი დღე ვერ მოვიშორე ეს დარდი, დღეს ყელი გამოჭრაო"

საქართველოში ბოლო პერიოდში გახშირებულ კრიმინალურ ფაქტებს თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი "ფეისბუკის" პირად გვერდზე გამოეხმაურა.

"გუშინ ყურები დააჭრა და მთელი დღე ვერ მოვიშორე ეს დარდი, დღეს ყელი გამოჭრაო.

არც კი ვიცი რა უნდა ვთქვა.

ამ სიბნელეს, ძალადობის და სისასტიკის დემონსტრირების მზარდ გამოვლინებებს რა ეშველება.

ყველას ყველაფერი უკან დაგვრჩება ეს თუ ვერ გავაჩერეთ!

მაგდა პაპიძე სირცხვილის ბოძზე გავაკარით, ასჯერ ვესროლეთ, ათასჯერ ჩამოვახრჩეთ, ლინჩის წესით გავასამართლეთ სრულიად ქვეყანამ. მე მის დაცვას არც ვაპირებ არც ვიკადრებ, მაგრამ ამ ერთი წლის განმავლობაში მოკლული, დასახიჩრებული, ყელგამოჭრილი და ნაწამები ცოლების მკვლელების სახელები მაინც თუ გახსოვთ ვინმეს?

ასე ვერ შევდგებით ვერც საზოგადოებად და ვერც სახელმწიფოდ

 

P.S.

კომენტარები ჩავიკითხე 

1. მთელი ჩემი აქტიური ცხოვრების მანძილზე ძალადობის მსხვერპლს ვიცავდი, სულ რაღაც 19 წლის ვიყავი სწორედ პოლიციის განყოფილებაში ნაცემი ქალის დასაცავად მივარდნილს პოლიციის უფროსმა ხელი რომ გამარტყა, ამიტომ ეხლა ამ კომენტარებს რომ ქალების ხმებზე ნადირობა დაიწყო წინასაარჩევნოდ უბრალოდ არ მივიღებ. უსინდისობაა.

2. მაგრამ უფრო მთავარი და მნიშვნელოვანი. ეს ამოფარება დედაშვილობაზე სწორედ ის პოზა მგონია რომელიც მომაკვდინებელია, ძალადობის მდუმარე წახალისებაა. დღეს რომ გოგო მოკლეს სულ 20 წლის იყო, გუშინდელი და გუშინწინდელიც ასეთივე ახალგაზრდები. ასაკსაც მნიშვნელობა არა აქვს, სულ რამდენიმე ხნის წინ მოხუცი ბებო მოკლედ და ზუსტად ისეთივე მძიმეა.

დედაშვილობას ამოფარება "ცოლი ქმრის საკუთრებაა" ლოგიკის გაგრძელება მგონია. აქ სხვებმა უკვე დაწერეს მაგრამ გავიმეორებ დიდი ხნის წინ არ იყო, ზუსტად ასეთივე ამბავი გავიგეთ, ოღონდ იქ ცოლი და შვილი დახოცა ვიღაც პირუტყვმა და არც მედია შევარდნიათ საძინებელში და არც საზოგადოებას მოუწყია საერთო სახალხო ლინჩი.

3. ოჯახური ძალადობა ისე ისმის ზოგიერთ პოსტში როგორც ჯიბის ქურდია რა მოხდა, თითქოს მკვლელობას არ ეხებოდეს. როგორც კი მაგრამ ჩნდება გაგების მცდელობასთან გვაქვს საქმე. მგონი ეს ელემენტარულია.

ძალიან დიდი იმადი მაქვს რომ მე მეჩვენება მხოლოდ და ნამდვილად ასე არ არის, მაგრამ ეს "მაგრამ" მკლავს", - წერს თინა ხიდაშელი "ფესიბუკში".

წყარო