100-ტონიანი ცისტერნების ჩამოცვენა უმსხვერპლოდ დასრულდა
კომპანია "ყაზბეგის" რუსთავის ქარხანაში 100-ტონიანი ცისტერნები ჩამოცვენა. "ყაზბეგის" პრეზიდენტის, გოგი თოფაძის განცხადებით, გაურკვეველი მიზეზების გამო
ერთი ცისტერნა ჩამოვარდა, რამაც დანარჩენი 14-ის ჩამოცვენაც გამოიწვია. ცისტერნებში ლუდის ფერმენტაცია მიმდინარეობდა.
როგორც თოფაძე აღნიშნავს, კომპანიამ მომხდარის შედეგად უდიდესი ზარალი მიიღო, რადგან დაახლოებით 800 ტონა ლუდი დაიღვარა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.