"ცოცხალი წიგნები" ქართველ ემიგრანტებთან იტალიაში ჩავიდა - კვირის პალიტრა

"ცოცხალი წიგნები" ქართველ ემიგრანტებთან იტალიაში ჩავიდა

უნიკალური პროექტი "ცოცხალი წიგნები", რომელმაც 2015 წელს საქართველოს ყველა რეგიონი მოიცვა, ქვეყნის საზღვრებს გასცდა და ლიტერატორებმა საკუთარი შემოქმედება ამჯერად უკვე იტალიაში მცხოვრები ქართველი თანამემამულეებისათვის გააცოცხლეს.

ელა გოჩიაშვილი, მარიამ წიკლაური, ლელა სამნიაშვილი, კატო ჯავახიშვილი, ლია ლიქოკელი, ზვიად რატიანი, ნიკა ჯორჯანელი, გიო არაბული, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველ ქეთი დუმბაძესთან ერთად, იტალიის ქალაქებს - ბარის, რომსა და ფლორენციას ეწვივნენ.

"როდესაც პროექტი იქმნებოდა, ჩვენი მიზანი იყო, საბოლოოდ არ გაწყვეტილიყო უხილავი ჯაჭვი მწერალსა და მკითხველს შორის, რაც ქვეყანაში წლების მანძილზე სექმნილმა საერთო მდგომარეობამ გამოიწვია. გარკვეული პერიოდი მწერალი და მკითხველი თითქოს დასორდნენ ერთმანეთს და ამ კავშირს აუცილებლად აღდგენა სჭირდებოდა. აღმოჩნდა, რომ ადამიანებს ძალიან მოენატრათ სულიერება, სიკეთე, თანაგანცდა. საოცარი ერთსულოვნება სუფევს ხოლმე დარბაზში, როდესაც პოეტები და პროზაიკოსები თავიანთ ნაწარმოებებს კითხულობენ და ამ ყველაფერში მკითხველები თავიანთ თავს ხედავენ. უბედნიერეში ვარ, რომ პროექტმა გაგრძელება იტალიაშიც ჰპოვა. ემიგრანტებს ჩვენგან, ხელოვანი ადამიანებისგან, არაფერი სჭირდებათ გარდა იმ შიყვარულისა და შითბოში, რომელიც აქ ჩამოვიტანეთ. ამ ყველაფრით გვინდოდა გვეგრძნობინებინა, რომ იშინი მარტონი არ არიან განსაცდელში, რომ ჩვენ გვტკივა მათი პრობლემები. სულ უფრო ვრწმუნდები, რომ ფესვებს მოწყვეტა ქართველებს ყველაზე მეტად უჭირთ.

ბარიში იცით რა მოხდა? როდესაც ღონისძიება დასრულდა და დარბაზის დასატოვებლად ვემზადებოდით, სრულიად მოულოდნელად, ორმა ქალბატონმა, "ჩემო კარგო ქვეყანას" სიმღერა წამოიწყო თვალზე ცრემლითა და ყელში გაჩხერილი ბურთით. ეს იყო ისეთი მძაფრი ემოცია, რომ საღამოს ვისხედით და ერთმანეთსაც კი ვერ ველაპარაკებოდით. ისინი "ჩემო კარგი ქვეყანას" მღერიან და ფილმ "ფესვებს" უყურებენ, როცა საქართველო ენატრებათ. არ ვიცი რა და როგორ, მაგრამ რაღაც არის მოსაფიქრებელი და გასაკეთებელი, რომ ამ ადამიანებმა საქართველოს სრულყოფილ მოქალაქეებად იგრძნონ თავი, სადაც არ უნდა იყვნენ." ყველასათვის უსაყვარლესი ქართველი მწერლის ნოდარ დუმბაძის ქალიშვილისა და პროექტის ავტორის ქეთი დუმბაძის მიერ "კვირის პალიტრასთან" ნათქვამი ამ სიტყვების დასტური, ნამდვილად არის ის ემოციური შეხვედრები, რომლებიც ვერც მონაწილეებმა და ვერც დამსწრეებმა, ცრემლის გარეშე ვერ ჩაატარეს.

"ცოცხალი წიგნების" იტალიაში ჩაშვლა კი თავად ემიგრანტების იდეა გახლდათ. როდესაც პროექტის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა, ორგანიზატორების მისამართით გაჩნდა უამრავი მიმართვა და თხოვნა. განსაკუთრებით ემოციური კი ქართველი ემიგრანტების წერილები იყო. ქალბატონი ქეთი დუმბაძის თქმით, მინისტრის სახელზე მისული ეს თხოვნები იმდენად ამაღელვებელი იყო, რომ იგი მაშინვე დასთანხმდა, მწერალთა ჯგუფის გაგზავნას იტალიაში.

"ცოცხალი წიგნების" იტალიური ტურნეს ძირითადი ინიციატორი და ორგანიზატორი, მილანში არსებული საზოგადოება "სამშობლო - გულით სატარებელის" ხელმძღვანელი ნუნუ გელაძე გახლავთ. ქალბატონმა ნუნუმ ამ ცოტა ხნის წინ თარგმნა და გამოსცა თანამედროვე ქართველი პოეტების კრებული – ანთოლოგია "VITE E TRALCI", რომელიც თექვსმეტი პოეტის ლექსებისაგან შედგება და მათგან ოთხის მოსმენის საშუალება, პირადად მიეცათ ქართველ ემიგრანტებს.

"იტალიის სხვადასხვა ქალაქებში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები, მთელი წლის განმავლობაში ვადევნებდით თვალს პროექტის მიმდინარეობას სოციალური ქსელის საშუალებით და ბოლოს იმდენმა ემიგრანტმა გამოთქვა სინანული და სურვილი მწერლებთან პირადად შეხვედრისა, გადავწყვიტე კულტურის სამინისტროსათვის მიმემართა. დავწერე პროექტი და ქალბატონ ქეთი დუმბაძეს გავუგზავნე. მივიღეთ მყისიერი გამოხმაურება და კულტურის სამინისტროს, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და დიასპორის სამინისტროს დაფინანსებით პროექტი შედგა და სამშობლოსგან მოწყვეტილ ემიგრანტებს ეს ოცნება აუხდათ. დიდი იმედი მაქვს, რომ იგივე პროექტის განხორციელებას, ამჯერად უკვე ჩრდილოეთ იტალიაში შევძლებთ და მოვიცავთ გენუას, მილანს, მანტოვას, ვენეციასა და ვერონას", - განაცხადა ქალბატონმა ნუნუმ ჩვენთან საუბრისას.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, გამართული საღამოები ამაღელვებელი და დასამახსოვრებელი გახდა არა მხოლოდ ქართველი ემიგრანტების, არამედ თავად მონაწილეებისთვისაც. ემოციებს ვერ გაექცა ვერც პროექტის ერთერთი ღირსეული მონაწილე კატო ჯავახიშვილი: "ძალიან დახუნძლული მივდივარ იტალიიდან, მაგრამ გული მწყდება, რადგან ბევრი რამის ნახვა და მეტ ადამიანთან შეხვედრა შეგვეძლო. ამ ადამიანების გაცნობის შემდეგ, უფრო გავაცნობიერე, როგორი რთულია ემიგრანტობა. სოციალური და ყოფითი პრობლემების გამო, ხშირად მიფიქრია საქართველოდან წაშვლაზე, მაგრამ ახლა დავრწმუნდი, რომ ურთულეში იქნება. არასოდეს წაისლება ჩემი მეხშიერებიდან ის ისტორიები, რომლებიც მათგან მოვისმინე. რაც შეეხება იტალიურ შთაბეჭდილებებს, პირველ რიგში გამოვყოფ ფლორენციას. ეს არის ქალაქი, სადაც ვფიქრობ, რომ შეიძლება იცხოვრო. რასაც ვერ ვიტყვი რომზე. რომში ვერასოდეს ვიცხოვრებ, მიში შემაძრწუნებელი დიდებულებიდან გამომდინარე".

ყველასათვის საყვარელმა ლია ლიქოკელმა კი, იტალიური ვოიაჟი ერთგვარ კარუსელს შეადარა: "იტალიური შთაბეჭდილებები კარუსელივითაა, რომელიც გაუჩერებლად ტრიალებს და თავბრუს გახვევს. ძალიან მინდოდა იტალიის ქალაქებისათვის დამახასიათებელ ვიწრო ქუჩებში მარტოს მებოდიალა და ვერ მოვახერხე, მაგრამ ერთხელ, ცოტა ხნით, მაინც გავიპარე. აქ ყოფნის პერიოდში არაფერი დამიწერია, მაგრამ თავში მოვინიშნე რაღაცები. რაც შეეხება პროექტს, უცნაური პროექტია, რადგან მსგავში რაღაცები ამ მიმართულებით არ კეთდება. ადამიანები ძალიან გადაეჩვივნენ მწერლებთან ურთიერთობას, არ ვიცი, შეიძლება არც არასდროს იყვნენ მიჩვეულები. ერთგვარი ბედნიერებაა, როდესაც მწერალი ცოცხლად გიკითხავს საკუთარ ტექსტებს. ეს პროექტი იძლევა ამის საშუალებას, მიდის მკითხველთან და აი ჩვენ აქამდეც ჩამოვედით. შეიძლება, ეს უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე საქართველოში წაკითხვა, რადგან ემიგრაციაში ადამიანები სულ სხვა ცხოვრებით ცხოვრობენ და შრომობენ იმდენად ბევრს, რომ ლიტერატურაზე ფიქრის დრო ნაკლებად რჩებათ. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ აქ ეს ყველაფერი თითქოს უფრო ძვირფასი ხდება.

ემოციებით დატვირთული დაბრუნდა საქართველოში პოეტი გიორგი არაბულიც: "პირველად ვარ იტალიაში, ამ საოცარ ქვეყანაში. არ ვიცი ამდენ ემოციასა და შთაბეჭდილებას რა ვუყო, სად წავიღო. მოგეხსენებათ, ბარიდან რომში ჩავედით და რომიდან ფლორენციაში. რაც ფლორენციაში ვიგრძენი, ეს აურა არის აუხსნელი და საოცარი. ბევრი ახლობელი ვნახე, რომლებიც იტალიაში ცხოვრობენ და წლებია არ მინახავს. მიუხედავად იმ დიდი შთაბეჭდილებისა, რაც იტალიამ მოახდინა ჩემზე, გაცილებით მნიშვნელოვანია ურთიერთობა და კავშირი, რომელიც ჩვენსა და ემიგრანტებს შორის შედგა. ეს იყო ნამდვილი საოცრება და ვფიქრობ, ეს უფრო დიდი საოცრებაა და უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კოლიზეუმი.

P.S. "ცოცხალი წიგნები" მოგზაურობას გააგრძელებენ და თუ სხვა ქვეყნებში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების სურვილიც იქნება, ყველასთან ჩავლენ. ალბათ, ეს ყველაზე სწორი გზაა ემიგრანტების სულებთან და გულებთან მისასვლელად.

ნინო მამუკაძე

იტალია, ფლორენცია