სოციალურ მედიაში გავრცელდა ფოტოები, რომლებზეც თურქ მეამბოხეს თავს კვეთენ - კვირის პალიტრა

სოციალურ მედიაში გავრცელდა ფოტოები, რომლებზეც თურქ მეამბოხეს თავს კვეთენ

სოციალურ მედიაში გავრცელდა ფოტოები, რომლებზეც თურქ მეამბოხეს თავს კვეთენ. თურქეთის განრისხებული მოსახლეობა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ბრალდებულებს თავს დაესხა, - აღნიშნულ ინფორმაციას გერმანული გამოცებმა Bild ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, მოსახლეობამ რამდენიმე მეამბოხე სტამბოლის ცენტრში გაიყვანეს გააშიშვლეს, გაროზგეს და უმოწყალოდ სცემეს.

„ბიბისის" ინფორმაციით, სოციალურ მედიაში გავრცელდა ფოტოები, რომლებზეც თავის მოკვეთის სცენაა ასახული. სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ერთ-ერთი მეამბოხე სიკვდილით ბოსფორის სრუტის ხიდზე დასაჯეს.

თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობას 270-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მთავრობის მეთაურის ცნობით, ამ დროისთვის 1440 ადამიანია დაშავებული. ისინი შესაბამის სამედიცინო მომსახურებას ადგილობრივ საავადმყოფოებში იღებენ. სპეცოპერაციების მიმდინარეობისას სახელისუფლებო ძალებმა 2839 მეამბოხე დააკავეს.

"ინტერპრესნიუსი"