გლდანში ავარიის შედეგად ოთხი მანქანა, მათ შორის სასწრაფო დახმარების მანქანა გადაბრუნდა - კვირის პალიტრა

გლდანში ავარიის შედეგად ოთხი მანქანა, მათ შორის სასწრაფო დახმარების მანქანა გადაბრუნდა

თბილისში, გლდანის მე-2 მიკრორაიონში ავტოავარიის შედეგად 4 მანქანა, მათ შორის სასწრაფოს სამედიცინო დახმარების მანქანა გადაბრუნდა

როგორც ”ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ავარიის შედეგად ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სსკ-ის 276 მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.