ბრიტანელმა ჟურნალისტმა დაკავებული თურქი სამხედროების ფოტოები გაავრცელა - კვირის პალიტრა

ბრიტანელმა ჟურნალისტმა დაკავებული თურქი სამხედროების ფოტოები გაავრცელა

ბრიტანელმა ჟურნალისტმა, ჰანა სმიტმა სოციალურ ქსელ "ტვიტერში" დაკავებული თურქი სამხედროების ფოტოები გაავრცელა.

მისი ინფორმაციით, ფოტო სირნაკში, სამხრეთ თურქეთშია გადაღებული. მასზე ასახული არიან ჯარისკაცები, რომლებიც ტანსზემოთ შიშველ მდგომარეობაში, მიწაზე წვანან.

სოციალური ქსელების მომხმარებლები ამბოხებულების მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე წერენ.

სოციალურ ქსელში ასევე ვრცელდება ფოტომასალა, სადაც ჩანს თუ როგორ აყენებს მშვიდობიანი მოსახლეობა ფიზიკურ შეურაცხყოფას "ბოსფორის ხიდზე" ამბოხებაში მონაწილე იმ ჯარისკაცებს, რომლებმაც წუხელ იარაღი დაყარეს და ხელისუფლებას ჩაბარდნენ.