"ჩემი ძმისშვილი ცემით არის მოკლული - ჯოხით და ჯაჭვითაა ნაცემი"
სამართალდამცველთა ცნობით, თეთრი წყაროს რაიონის სოფელ ხაიშის მკვიდრმა 42 წლის ზური სუბელიანმა თანასოფლელი კახა პაკელიანი ჯერ ოჯახში დაპატიჟა, შემდეგ კი მოკლა - 50 წლის მამაკაცს ჯოხით და ჯაჭვით სცემა და ყურები დაათალა. მერე კი მეუღლესაც ასე გაუსწორდა. დარეჯან კუპრავა კლინიკაში მკურნალობს...
გულიკო პაკელიანი, გარდაცვლილის მამიდა: - გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ზურიმ კახა ეჭვიანობის საფუძველზე მოკლა, რაც აბსურდია. ჩემი ძმისშვილის მექალთანეობაზე არავის არაფერი სმენია. კახა 20 წელია, ხაიშში ცხოვრობს და მასზე აუგის მთქმელი კაცი არ გვინახავს. პათოლოგმა სუბელიანმა სადისტურად გამოასალმა სიცოცხლეს უდანაშაულო კაცი, რომელსაც 5 შვილი დარჩა ობლად.
იმ საბედისწერო დღეს, დღის 12 საათზე, კახა თავის ნაბოლარა შვილთან ერთად სათიბიდან ბრუნდებოდა. გზად ნასვამი ზური შეხვედრია და შეუთავაზებია, ჩემთან წავიდეთ, დავლიოთო. კახას ბავშვი შინ გაუშვია, არაყი უყიდიათ და ზურისთან წასულან. როგორც დარეჯანი ჰყვება, მათთან ერთად ყოფილა ოლეგი, მათივე თანასოფლელი. ცოტა ხნის შემდეგ ზურიმ ოლეგი გააცილა და შემობრუნდა თუ არა, მთვრალს რაღაც მოელანდა და ცოლისთვის უკითხავს კახაზე, აქ რა უნდაო. დარეჯანს უპასუხია, შენ არ მოიყვანეო? ზურის ცემა დაუწყია.
კახა მათ გასაშველებლად შუაში ჩამდგარა. ჩემი ძმისშვილი ცემით არის მოკლული - ჯოხით და ჯაჭვითაა ნაცემი. ზურგი და მკლავები დასისხლიანებული და დასერილი, ნეკნები კი ჩალეწილი აქვს. იმ სადისტს კახასთვის ყურებიც დაუთლია. ცოლიც სასტიკად უცემია - ქალს ცხვირი აქვს ჩამტვრეული და მისთვისაც დაუთლია ყურები. ამის შემდეგ ეტყობა, გონს მოვიდა, გააცნობიერა, რაც ჩაიდინა და მათთვის ტანსაცმელი გაუხდია. ცოლი ამბობს, ვგრძნობდი, ტანსაცმელს რომ მხდიდა, მაგრამ განძრევა და ხმის ამოღება არ შემეძლო, სუნთქვა შევიკარი, მკვდარი რომ ვგონებოდიო. ამ ნაძირალამ ისე მოაწყო, თითქოს მათ შეუსწრო და ეჭვიანობის საფუძველზე ჩაიდინა მკვლელობა.
მკვლელობის სხვა დეტალები იხილეთ სრულად გაზეთ "კვირის პალიტრის" 18 ივლისის ნომერში, ან გაიარეთ რეგისტრაცია ჩვენს საიტზე, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია