"სიტყვები არ მაქვს, ასე ვინ და რატომ გაიმეტა"?! - ანსამბლ "ხერთვისის" ხელმძღვანელი სარეპეტიციო დარბაზში მოკლეს
"ხერთვისის" სული და გული აჩრდილად ექეცი "ხერთვისს", გვიყვარხარ! ღმერთმა ნათელში გამყოფოს, რამდენი რამ დაგვრჩა გასაკეთებელი", - წერს ანსამბლ "გორდელას" წევრი თამარ ალადაშვილი "ფეისბუკის" პირად გვერდზე. (წყარო)
სოციალურ ქსელში სწორედ მისგან გახდა ცნობილი ინფორმაცია, რომ გლდანში, ქერჩის ქუჩაზე დაახლოებით 15:00 საათზე მოკლული 30 წლის მამაკაცი ანსამბლ "ხერთვისის" ხელმძღვანელი ვანო წიკალური იყო. "არ ვიცი რა ვთქვა, სიტყვები არ მაქვს, ასე ვინ და რატომ გაიმეტა", - დაწერა თამარმა "ფეისბუკში". გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი სარეპეტიციო დარბაზში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. გარდაცვლილს ჭრილობები თავისა და ხელის არეში მიაყენეს. მეგობრების თქმით, ვანო კეთილშობილი და ცეკვაზე შეყვარებული ადამიანი იყო.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარის გამოძიება სსკ-ის 108-ე - განზრახ მკვლელობისა და 236-ე - იარაღის უკანონო ტარების მუხლებით არის აღძრული