ვინ და რატომ მოკლა ყოფილი პარლამენტარი თელავში?! - კვირის პალიტრა

ვინ და რატომ მოკლა ყოფილი პარლამენტარი თელავში?!

თელავის რაიონის სოფელ აკურაში მკვლელობა მოხდა. მოკლულია ყოფილი პარლამენტარი ნოდარ მოდებაძე.

მოსახლეობის ინფორმაციით, ყოფილი პარლამენტარი ერთ-ერთმა ადგილობრივმა მწყემსმა შელაპარაკების ნიადაგზე მოკლა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თელავის რაიონის სოფელ აკურას მცხოვრებლებმა განუცხადეს, მათ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

”ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სანადირო თოფით მოხდა. უწყების ინფორმაციით, დადგენილია მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა და მის დასაკავებლად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ნოდარ მოდებაძე პარლამენტის წევრი 1999-2004 წლებში იყო. ის საარჩევნო ბლოკ "საქართველოს აღორძინებას" წარმოადგენდა. ნოდარ მოდებაძე აკურის ღვინის ქარხნის ერთ-ერთი მფლობელი იყო. მისთვის ქონების ჩამორთმევის საქმეზე მთავარმა პროკურატურამ შს ყოფილ მინისტრ ვანო მერაბიშვილს და ყოფილ გენერალურ პროკურორ ზურაბ ადეიშვილს 2015 წელს ბრალი წაუყენა. მოდებაძე თამაზ მეგრელიშვილთან ერთად აღნიშნულ საქმეზე დაზარალებულად იყო ცნობილი.