"საყვარელი პოლარული დათვი" უკვე ბათუმშია - კვირის პალიტრა

"საყვარელი პოლარული დათვი" უკვე ბათუმშია

ზაფხული წარმოუდგენელია გემრიელი ნაყინის გარეშე, გემრიელი ნაყინი კი  მთელი რიგი თაობებისთვის უკვე "ლუკა პოლარესთან" ასოცირდება.

"ლუკა პოლარეს" საქართველოში 6 კაფე-სანაყინე აქვს, ახლახანს სწორედ მეექვსე ობიექტი გაიხსნა ზღვისპირეთში, კონკრეტულად კი - ბათუმში.

ბევრმა არ იცის, რომ "ლუკა პოლარე" ქართული ბრენდია, რომლის ისტორიაც 2008 წელს თბილისში, ლესელიძის ქუჩაზე ერთი პატარა სანაყინით დაიწყო.

დღეს "ლუკა პოლარე" წარმატებული ბრენდია, რომელიც ნაყინის გარდა, გვთავაზობს ცხელ და ცივ სასმელებს, ნამცხვრებს.

"ლუკა პოლარეს" ნაყინი ტრადიციული იტალიური რეცეპტების მიხედვითაა დამზადებული და არ შეიცავს ხელოვნურ დანამატებს, საღებავს, არომატიზატორს, კონსერვანტებს და ყოველდღიურად ახალ-ახალი მზადდება. დიდი ყურადღება ექცევა ნაყინის სეზონურ პროდუქციასაც, რომელიც მხოლოდ ადგილობრივად მოწეული ხილითაა დამზადებული.

"ლუკა პოლარეს" ყავა ერთგვარი ინფორმაციული საცავია - ის ინახავს ინფორმაციას ამინდზე, მიწაზე, ყავის ხეზე, წარმოების პროცესზე, მოხალვაზე, დაფქვაზე, მოდუღებაზე. "ლუკა პოლარეს" ყავა 100%-იანი არაბიკაა, რომელშიც 8 სხვადასხვა სახეობის მარცვალია.

ალბათ შენიშნავდით, რომ თბილისში არსებულ "ლუკა პოლარეს" ფილიალებში ყოველთვის მომხმარებლების სიმრავლეა, "ლუკა პოლარე" დიდი გურმანების სამეგობროა, რომლებსაც გემრიელი ნაყინის და ყავის სიყვარული აერთიანებთ.

"ლუკა პოლარე" ყოველდღიურად, დილაადრიან (8 საათზე) იწყებს მუშაობას და გვიან ღამემდე (ღამის 2 საათამდე) სთავაზობს მომხმარებელს სიყვარულით შექმნილ 120-მდე პროდუქტს.

R