ჭრიკიშვილი ნახევარფინალშია - კვირის პალიტრა

ჭრიკიშვილი ნახევარფინალშია

9 აგვისტოს, რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე, ძიუდოს ტურნირში, 81კგ-მდე წონით კატეგორიაში წარმატებით ასპარეზობს ავთანდილ ჭრიკიშვილი, რომელმაც სამი ორთაბრძოლა უკვე მოიგო და ნახევარფინალშია.

ქართველი ძიუდოისტი შეჯიბრში მეორე წრიდან ჩაება, სადაც ჯერ კუბელ ივან ფელიპე სილვა მორალესს სძლია იუკოთი, შემდეგ კი - სალვადორელ ხუან დიეგო ტურსიოსს გაფრთხილებების ხარჯზე აჯობა. ჭრიკიშვილმა უმნიშვნელოვანესი ბრძოლა 1/4-ფინალში იტალიელ მატეო მარკონჩინისთან გამართა და ვაზარ-იუკოთი გაიმარჯვა.

ნახევარფინალში ავთოს მეტოქე ამერიკელი ტრევის სტივენსი იქნება. ფინალური ბლოკი თბილისის დროით 22:30 საათიდან დაიწყება. ოლიმპიადიდან პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" წარმოადგენს.

(იხილეთ ასევე: "შავდათუაშვილის ჟესტი რუსეთს ვერ ამოძირკვავს, მაგრამ ამგვარი ჟესტები... კი არის საფუძველი, რომ რუსეთი ჩვენი ქვეყნიდან წავიდეს")

SportAll.Ge