ირაკლი ალასანია კენჭს გორში იყრის - კვირის პალიტრა

ირაკლი ალასანია კენჭს გორში იყრის

გორში „თავისუფალი დემოკრატებიდან“ მაჟორიტარულ არჩევნებში კენჭს პარტიის ლიდერი ირაკლი ალასანია იყრის. ამის შესახებ ალასანიამ გორში გამართულ პრესკონფერენციაზე თავად განაცხადა.

აღნიშნული განცხადების გაკეთებამდე „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა დაადასტურა, რომ თამაზ შიოშვილი, რომელიც პარტიის მიერ გორის მაჟორიტარობის კანდიდატად აქამდე იყო დასახელებული, პოლიტიკიდან წასვლას აპირებს.

„მე, როგორც პარტიის თავმჯდომარემ ჩემს თანამებრძოლებთან ერთად, მას შემდეგ, რაც ქალაქში გამოგვაკლდა თანამებრძოლი, მივიღე შემდეგი გადაწყვეტილება - მე პირადად ვიყრი გორში კენჭს, როგორც მაჟორიტარობის კანდიდატი, გავიმარჯვებ და ეს არ იქნება მხოლოდ გორის და შიდა ქართლის გამარჯვება. მთელ საქართველოში ამას ექნება ძალიან სერიოზული გავლენა შედეგზე, რომელსაც ერთად, „თავისუფალი დემოკრატები“ ოქტომბრის არჩევნებზე მივაღწევთ“, - განაცხადა ალასანიამ.