პატარძალი საკურთხევლამდე იმ მამაკაცმა მიიყვანა, რომელსაც მამამისის გული გადაუნერგეს - კვირის პალიტრა

პატარძალი საკურთხევლამდე იმ მამაკაცმა მიიყვანა, რომელსაც მამამისის გული გადაუნერგეს

ეს ისტორია დიდი ხნის წინ დაიწყო: 10 წლის წინ, ქალაქ სუისველის (პენსილვანიის შტატი, აშშ) მცხოვრებელ ჯენი სტეპიენის მამა მოკლეს, მისი გული კი ნიუ-ჯერსელ პაციენტს გადაუნერგეს. ახლა კი, ართურ თომასი, თავისი დონორის ქალიშვილის ქორწილში ჩამოვიდა, რათა საკურთხევლამდე მიეცილებინა ის.

 

 

 

2

 

2006 წელს, შინ მიმავალ მაიკლ სტეპიენს 16 წლის მძარცველი დაესხა თავს და სიცოცხლეს გამოასალმა. ყაჩაღს 40 წელი მიუსაჯეს, გარდაცვლილის ოჯახმა კი გადაწყვიტა, რომ მაიკლის გული გადაეცა სიკვდილის პირას მყოფი ადამიანისთვის – ართურ თომასისთვის.

 

 

3

 

 

"საჭირო ორგანოს დალოდება არც თუ ისე ადვილია, ამიტომაც, როდესაც გული გადამინერგეს, გადავწყვიტე, მადლიერება გამომეხატა მაიკლის ოჯახის მიმართ". დონორული ორგანიზაციის წესების მიხედვით, დონორის ოჯახს რეციპიენტთან ურთიერთობის ნებას რთავენ. ამიტომაც, სტეპიენის ოჯახი ართურს დაუმეგობრდა.

4

 

 

გავიდა ათი წელი, და ჯენიმ თავის საქმროსთან დაქორწინება გადაწყვიტა. "კარგი იქნებოდა, ჩემს ქორწილში მამის რაღაც ნაწილი იმყოფებოდეს ფიზიკურად!"- ფიქრობდა ის. საქმროს შეთავაზების გათვალისწინებით, ჯენიმ ართურს დაურეკა და საკურთხეველთან მიცილება სთხოვა.

"ვიფიქრე, რომ ეს იდეა ჯენისთვის საუკეთესო საშუალება იყო, მამის სიახლოვე რომ შეეგრძნო. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, შეეგრძნო, თუ როგორ სცემს მამის გული"- ამბობს ართური.