"საწყალი დედამისი დაესწრო ამ საშინელებას, უყურებდა როგორ ამოიყვანეს მისი ლამაზი შვილები წყლიდან" - კვირის პალიტრა

"საწყალი დედამისი დაესწრო ამ საშინელებას, უყურებდა როგორ ამოიყვანეს მისი ლამაზი შვილები წყლიდან"

გასულ კვირას სამტრედიის რაიონის სოფელ დიდ ჯიხაიშში ტრაგედია დატრიალდა - 19 წლის ვანო და 18 წლის თემურ ვაშაკიძეები მდინარე გუბისწყალში დაიხრჩვნენ. მომხდარის დეტალებზე წერს გაზეთი "კვირის პალიტრა" გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან:

იმ საბედისწერო დღეს ბიჭები ბიძაშვილთან ერთად სათევზაოდ წავიდნენ, მერე მდინარეში გაგრილება გადაწყვიტეს და ტრაგედიაც დატრიალდა.

დიდი ჯიხაიშის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი მანანა ხაზალია:

- გუბისწყლიდან სილა და ხრეში ავტობანისთვის მიაქვთ. მთელი გუბისწყალი გადაჩიჩქნილია და ეს ტრაგედიაც ამიტომ მოხდა. რაც დიდ ჯიხაიშში ხდება, სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია. ყველა ოჯახში გლოვაა. ვანიკო ჩვენი სიამაყე იყო. ინტელექტუალურ შეჯიბრებებში სულ იმარჯვებდა. ასეთივე კარგი იყო თემურიც, მეგობრული, უნიჭიერესი...

საწყალი დედამისი დაესწრო ამ საშინელებას, უყურებდა როგორ ამოიყვანეს მისი ლამაზი შვილები წყლიდან. ერთ ძმას გული ჰქონდა გახეთქილი, მეორეს - ფილტვი.

წაიკითხეთ სტატია სრულად გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ სტატია: მდინარეს შეწირული ძმები