აზერბაიჯანელმა მებაჟეებმა საქართველოში მომავალ სატვირთო მანქანაში დიდი ოდენობით ჰეროინი აღმოაჩინეს - კვირის პალიტრა

აზერბაიჯანელმა მებაჟეებმა საქართველოში მომავალ სატვირთო მანქანაში დიდი ოდენობით ჰეროინი აღმოაჩინეს

სატვირთო ავტომობილს ტაჯიკეთის მოქალაქე მართავდა, რომელიც აზერბაიჯანის გავლით საქართველოში აპირებდა გადმოსვლას

აზერბაიჯანელმა მებაჟეებმა საქართველოში მომავალ სატვირთო მანქანაში დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის სახელმწიფო საბაჟო ავრცელებს.

უწყების ცნობით, აზერბაიჯან-ირანის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე მებაჟეებმა სატვირთო მანქანა შეამოწმეს, რომლის სამალავშიც დიდი ოდენობით ჰეროინი აღმოაჩინეს.

წინასწარი ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილს ტაჯიკეთის მოქალაქე მართავდა, რომელიც აზერბაიჯანის გავლით საქართველოში აპირებდა გადმოსვლას.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

"ინტერპრესნიუსი"