შმაგი ბოლქვაძემ ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა - კვირის პალიტრა

შმაგი ბოლქვაძემ ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

16 აგვისტოს, რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 66 კგ-მდე კატეგორიაში  შმაგი ბოლქვაძემ იასპარეზა და და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ახალგაზრდა ოლიმპიელმა მართლაც შესაშური ბრძოლის ჟინი გამოავლინა. მერვედფინალში ბოლქვაძემ ფინელ ტერო სეპო ვალიმაეკს სძლია, მეოთხედფინალში კი 30 წლის ირანელი ოლიმპიური ჩემიონი ომიდ ნოროოზი დაამარცხა. ნახვერაფინალში 22 წლის ბათუმელი ფალავანი სერბ დავორ შტეფანეკთან დამარცხდა, თუმცა ფარ-ხმალი არ დაუყრია და  ბრინჯაოს მედლისათვის შეხვედაში იაპონელი ტომოჰირო ინუესა ღირსეულად დაამარცხა. ეს საქართვველოს ოლიმპიური ნაკრებისთვის მე-3 მედალია.