ქართველი ძალოსნების ტრიუმფი რიოს ოლიმპიადაზე - ოქრო და ბრინჯაო ჩვენია!
ნავსი გატეხილია, როგორც იქნა საქართველომ რიოს ოლიმპიადაზე ოქროს მედალიც მოიპოვა. 16 აგვისტოს, რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე, ძალოსნების შეჯიბრი (+105 კგ) გაიმართა, რომელიც ქართველების ტრიუმფით დასრულდა. საქართველოს სახელით მოასპარეზე, 22 წლის ლაშა ტალახაძემ ოქროს მედალი მოიპოვა.
მან ფორდეში 6-ივე ცდა დამაჯერებლად შეასრულა და ჯამში 473 კგ (ატაცში 215 კგ, აკვრაში 258 კგ) დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ ჩვენმა "ოქროს" ბიჭმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა.
გამოსვლა +105 კგ-ში მესამე ადგილზე დაასრულა 32 წლის ირაკლი თურმანიძემ, რომელმაც ასევე 6-ივე ცდა დამაჯერებლად შეასრულა, ჯამში 448 კგ დააფიქსირა (207+241) და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
აღსანიშნავია, რომ ქართველ ძალოსანთა მთავარი მწვრთენლი თავადაც ოლიმპიური ჩემპიონი გიორგი ასანიძეა. ქართველი ძალოსნების ტრიუმფის შემდეგ, საქართველოს ერთი ოქროს, ერთი ვერცხლის და სამი ბრინჯაოს მედალი აქვს.