"სიღრმეში რომ შევიდნენ, კონტროლი ხომ იყო საჭირო?" - გონიოში, ზღვაში დაკარგულ ჯარისკაცებს ამ დრომდე ეძებენ - კვირის პალიტრა

"სიღრმეში რომ შევიდნენ, კონტროლი ხომ იყო საჭირო?" - გონიოში, ზღვაში დაკარგულ ჯარისკაცებს ამ დრომდე ეძებენ

გონიოში, ზღვაში დაკარგული ჯარისკაცის იაგო შარაძის მამა თავდაცვის სამინისტროს უსაფრთხოების ზომების დაუცველობაში ადანაშაულებს. შარაძის თქმით, მისმა შვილმა ცურვა კარგად იცოდა და სავარაუდოდ ინსტრუქტაჟის დარღვევის გამო დაიღუპა.

"ვფიქრობ, უსაფრთხოება არ იყო დაცული. მეც გვიან გამაგებინეს. ამბავი პირველ საათზე მოხდა და მე სამი საათის შემდეგ გავიგე. ვინც იყო ინსტრუქტორი ალბათ იმის ბრალია. პირველი იყო ცურვაში. უჟანგბადოდ რომ გასულიყო, შეძლებდა უკან გამოსვლას, მაგრამ სიღრმეში რომ შევიდნენ, კონტროლი ხომ იყო საჭირო? ინსტრუქტაჟი ხომ უნდა ჩაეტარებინათ", - აღნიშნა იაგო შარაძემ.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სპეციალური ოპერაციების ძალების ორი სამხედრო მოსამსახურე - კაპრალი იაგო შარაძე და I კლასის რიგითი გიორგი ნანეტაშვილი, რომლებიც მებრძოლ-მყვინთავთა კურსს გადიოდნენ, შავ ზღვაზე გეგმიურ საზღვაო სპეცდანიშნულების სწავლებაში მონაწილეობდნენ. საწვრთნელი ვარჯიშის დროს, ზღვაში სიღმითი ჩაყვინთვის შემდეგ, გიორგი ნანიტაშვილმა და იაგო შარაძემ ვერ შეძლეს ზღვის ზედაპირზე ამოსვლა და ამ დრომდე მათი ადგილსამყოფელი დაუდგენელია.