ქართველი ნიჩბოსანი რიოს ოლიმპიადის ფინალშია - კვირის პალიტრა

ქართველი ნიჩბოსანი რიოს ოლიმპიადის ფინალშია

ქართველი ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე რიოს ოლიმპიადაზე ფინალში გავიდა. ის კანოეთი 200-მეტრიან სპრინტში ასპარეზობს. კვალიფიკაციისას ნადირაძემ დისტანცია 41.423 წამში დაფარა და 7 კაციან ჯგუფში მე-4 ადგილი დაიკავა, თუმცა ეს ნახევარფინალში გასასვლელად საკმარისი აღმოჩნდა. ნახევრფინალში კი მან მესამე გაცურვის ჯგუფში ყველას აჯობა და პირველი ადგილი დაიკავა. ნადირაძემ  200 მეტრიანი დისტანცია 40.146 წამში დაფარა და ფინალში გავიდა.