"ჩემი მეუღლე ორსულადაა" - ლელა კილაძე მზადაა გუკა რჩეულიშვილის გასათავისუფლებლად გირაოში საკუთარი უძრავი ქონება ჩადოს - კვირის პალიტრა

"ჩემი მეუღლე ორსულადაა" - ლელა კილაძე მზადაა გუკა რჩეულიშვილის გასათავისუფლებლად გირაოში საკუთარი უძრავი ქონება ჩადოს

"ჩემი მეუღლე ორსულადაა, ასევე ჰყავს სამი შვილი და გთხოვთ გაითვალისწინოთ ეს გარემოება",- ასე მიმართა "ცენტრ პოინტ ჯგუფის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გუკა რჩეულიშვილმა მოსამართლეს და სთხოვა, მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეუცვალოს. შეგახსენებთ, ლელა კილაძე გუკა რჩეულიშვილისგან შვილს ელოდება.

გუკა რჩეულიშვილის ადვოკატმა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს და იგი სასამართლო დარბაზშივე გათავისუფლდეს, ალტერნატივის სახით კი ადვოკატმა გუკა რჩეულიშვილისთვის გირაოს სახით 100 ათასი ლარის შეფარდების შუამდგომლობა დააყენა, რომელიც, როგორც ადვოკატმა განმარტა, უზრუნველყოფილი იქნება გუკა რჩეულიშვილის მეუღლის უძრავი ქონებით.

გაგრძელება