"იქნება ინამუსოს სახელმწიფომ და ნავი მაინც უყიდოს ამ კაცს" - ნიჩბოსანი, რომელმაც ოლიმპიადაზე ყველასთვის მოულოდნელ წარმატებას მიაღწია - კვირის პალიტრა

"იქნება ინამუსოს სახელმწიფომ და ნავი მაინც უყიდოს ამ კაცს" - ნიჩბოსანი, რომელმაც ოლიმპიადაზე ყველასთვის მოულოდნელ წარმატებას მიაღწია

ქართველი ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე რიოს ოლიმპიადაზე ფინალში მე-5 ადგილზე გავიდა. ნადირაძემ 39.817 წამი დააფიქსირა და მედლამდე სულ ცოტა დააკლდა.

მის შესახებ ბევრ აქამდე არაფერი სმენოდა, ბევრმა ისიც კი არ იცოდა, რომ საქართველოს სპორტის ამ სახეობაში - ნიჩბოსნობაში, საკუთარი წარმომადგენელი ჰყავდა. სპორტსმენის მეგობარი ლევან ყურაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე იმ პრობლემებზე წერს, რომლის გადალახვაც 22 წლის მცხეთელ ნიჩბოსანს წარმატების მისაღწევად უწევს:

"ადამიანს, რომელსაც საკუთარი ნავიც კი არ ჰყავს, ეკიპირებას თავისი ფულით ყიდულობს და დამატებითი შემოსავლის გამო მშენებლობებზე მუშაობს ხოლმე, ჯერ ოლიმპიადაზე მოხვდა (პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ამ სახეობაში გვყავდა ოლიმპიადის მონაწილე), მერე ფინალში გავიდა და იქაც სულ ცოტა დააკლდა მედლამდე.

მე-5 ადგილიც კი სასწაულია და დარწმუნებული ვარ საერთოდ არავინ ელოდა მისგან ამ შედეგს. ყოჩაღ და მადლობა ზაზა!

პ.ს. იქნება ინამუსოს სახელმწიფომ და ნავი მაინც უყიდოს ამ კაცს" - წერს ყურაშვილი პოსტში.

კიდევ ერთ პოსტს მაგდა კლდიაშვილი აქვეყნებს ზაზას შესახებ:

გაგრძელება