New York Times საქართველოზე - „კავკასიის კალიფორნია“, ოზის საოცრებათა ქვეყანაში მოხვედრასავით იყო - უცბად ყველაფერი შავ-თეთრი გაფერადდა - კვირის პალიტრა

New York Times საქართველოზე - „კავკასიის კალიფორნია“, ოზის საოცრებათა ქვეყანაში მოხვედრასავით იყო - უცბად ყველაფერი შავ-თეთრი გაფერადდა

გავლენიანი ამერიკული გამოცემა The New York Times საქართველოს ვრცელ სტატიას უძღვნის.

მასალა სათაურით „კავკასიის კალიფორნია“ საქართველოში აშშ-ის ელჩის, იან კელის სიტყვებით იწყება.

„ჩვენი ჯგუფი თბილისში წაგვიყვანეს. იქ ჩასვლა ოზის საოცრებათა ქვეყანაში მოხვედრასავით იყო - უცბად ყველაფერი შავ-თეთრი გაფერადდა“, - ამბობს ელჩი.

სტატიაში აღწერილია თბილისის ღირშესანიშნაობები, რომელსაც New York Times ღვინის უძველესი კულტურის, თერმული აბანოებისა და შესანიშნავი კერძების დედაქალაქს უწოდებს.

„90-იანი წლების სამოქალაქო ომისა და მშვიდობიანი, პროდასავლური რევოლუციის შემდეგ, თბილისმა დიდი აღორძინება განიცადა და ახლად შეძენილი ამბიციები ყველგან ჩანს“, - ნათქვამია მასალაში.