"კიდევ რამდენი უბედურება უნდა მოხდეს, რომ ამ ადგილს საშველი დაადგეს" - მორიგი ტრაგედია ენგურზე - კვირის პალიტრა

"კიდევ რამდენი უბედურება უნდა მოხდეს, რომ ამ ადგილს საშველი დაადგეს" - მორიგი ტრაგედია ენგურზე

რამდენიმე დღეა მდინარე ენგურში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ. 41 წლის მერაბ ჩხეტიანი ავტომანქანით მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში, მდინარე ნენსკრაში გადავარდა, რომელიც ენგურს უერთდება...  იპოვეს დაკარგულის მანქანა, თუმცა, მიუდგომელი ადგილის გამო, მისი ამოყვანაც ვერ მოხერხდა.

ადგილობრივების თქმით, ის ადგილი ძალიან ბევრისთვის ადამიანისთვის იქცა საბედისწორედ, რის გამოც ისინი ჯებირის შემოვლებას ითხოვენ...

მერაბ ჩხეტიანი, პირადი საქმისთვის ჭუბერედან ხაიშისკენ მიდიოდა... ოჯხის წევრები მასთან მთელი ღამის განმალობაში ცდილობდნენ დაკავშირებას, თუმცა, ტელეფიონი გამორთული იყოს. მთელი სოფელი ეძებდა და შემდეგ იპოვეს მდინარეში გადავარდნილი მანქანა...

დალი ვიბლიანი, დაკარგულის ოჯახის ახლობელი:

- ახლა წვიმები ხშირია და მდინარე გადარეულია, ისეთი ძლიერი დინებაა, ძალიან გაჭირდა ძებნა, პირველად კი არ იყო გზაზე მერაბი ამ გზაზე, აქ გაიზარდა. სვანმა კაცმა კი აქაურობა თვალდახუჭულმა იცის.

- რა შეიძლებოდა მომხდარიყო?

- ეს ძალიან სახიფათო ადგილია, ვინ იცის რამდენი ადამიანისთვის გახდა აქ გავლა საბედისწერო. რამდენიმე წლის მთელი ოჯახი ამოუხოცა, - მოსკოვიდან ჩამოვიდნენ და ბებია-ბაბუასთან ადიოდნენ, რა დროსაც ავტოსაგზაო შემთხვევაში მოჰყვნენ და ვერცერთი გადარჩა... სხვაც ბევრი ტრაგედია მომხდარა აქ. ხომ შეიძლება იმ ადგილას ჯებირი შემოავლონ, თუ მართლა სიკვდილი უწერია და მას დაეჯახება, ცხედარს მაინც იპოვის ოჯახი. ასე როდემდე უნდა გაგრძელდეს. ათზე მეტი ადამიანია ახლა იქ ჩავარდნილი და წლების შემდეგ პოულობენ ცხედრებს, ზოგის საერთოდ ვერ იპოვეს...

- დაკარგულს შვილები ჰყავს?

- დიახ, ქალ-ვაჟი ჰყავს, სტუდენტები არიან. ანაკლიაში ისვენებდნენ, იქიდან კი გურიაში წასულან, საიდანაც სვანეთში, მამასთან აპირებდნენ ამოსვლას. მერაბი ელოდდა... როდესაც შინ არ დაბურნდა, მისმა ნათესავებმა მეუღლესთან დარეკეს, ის გვიანობამდე ცდილობდა ამბის გაგებას, მაგრამ ამაოდ... ყველასთვის საიმედო ბიჭი იყო. რვა დედ-მამიშვილი იყვნენ, მათგან ერთ ბიჭს დენმა დაარტყა და ისე დაიღუპა წლების წინ, ახლა მერაბი... მოხუცი დედა ჰყავს, საწყალი, არ ვიცი, როგორ გადაიტანს ამ ტრაგედიას... განა კიდევ რამდენი უბედურება უნდა მოხდეს, რომ ამ ადგილს საშველი დაადგეს?!

იხილეთ ასევე: ენგურმა 2 წლის წინ დაკარგული გოგონას ცხედარი გამორიყა - ბაბუის საბედისწერო ანდერძი

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)