გორთან მომხდარ ავარიას ქალისა და ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

გორთან მომხდარ ავარიას ქალისა და ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

თბილისი-სენაკი-ლესელიძის მაგისტრალზე, გორთან, ე.წ. ცხინვალის ხიდებთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა.

ერთმანეთს "მერსედესის" მარკის მსუბუქი ავტომანქანა და ტრაილერი შეეჯახა.

ავარიის შედეგად მსუბუქ ავტომანქანაში მჯდომი ქალი და ბავშვი ადგილზევე გარდაიცვალნენ. შეჯახების შედეგად ორივე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა, რის გამოც შემთხვევის ადგილზე სახანძრო სამსახურის გამოძახება გახდა საჭირო. მობილიზებუბული იყო ასევე საპატრულო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"