ნიდერლანდების ციხეები, რომლებიც დამნაშავეების სიმცირის გამო მალე დაიხურება
პატარა ჰოლანდიისთვის ცარიელი ციხეების შენახვა ხელსაყრელი არ არის, მაგრამ მათი დახურვა გამოიწვევს დაახლოებით 2000-მდე თანამშრომლის გათავისუფლებას. ამიტომაც, პრობლემის გადაწყვეტა გასულ სექტემბერს სცადეს: ციხის რამდენიმე საკანი ნორვეგიელ და ბელგიელ დამნაშავეებს ”მიაქირავეს”. თუმცა, ამ ორიგინალურმა მიდგომამ სიტუაცია ვერ იხსნა.
ნიდერლანდებში დანაშაულის დაბალი მაჩვენებებლის ძირითად მიზეზად ყოფილი გასამართლებულების ელექტრონული კონტროლის სისტემა მიიჩნევა: დამნაშავეს, რომელსაც ქუსლზე სპეციალური მოწყობილობა აქვს მიმაგრებული, შეუძლია მშვიდად იცხოვროს საზოგადოებაში, მოეწყოს ნორმალურ სამსახურში და არ იყოს მოწყვეტილი ოჯახს.
ასეთმა მიდგომამ კრიმინალურ წარსულთან დაბრუნების სიხშირე შეამცირა. ციხის საკანში უმიზნოდ დროის გატარებისა და სახელმწიფო ფულის ხარჯვის ნაცვლად, გასამართლებულს შანსი ეძლევა, გახდეს კანონმორჩილი საზოგადოების სრულფასოვანი წევრი.
ნიდერლანდებში თავად დასჯა კი არ მიიჩნევა მთავარ საქმედ, არამედ, ყოფილი ბოროტმოქმედების ნორმალური ცხოვრებისკენ დაბრუნებაში დახმარება.