ხვალ შავი ზღვის საერთაშორისო ფოლკლორის ფესტივალი ოფიციალურად გაიხსნება - კვირის პალიტრა

ხვალ შავი ზღვის საერთაშორისო ფოლკლორის ფესტივალი ოფიციალურად გაიხსნება

1 სექტემბერს, 11:30 საათზე ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, შავი ზღვის საერთაშორისო ფოლკლორის ფესტივალთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება. შეხვედრას დაესწრებიან და მედიას ფესტივალის დეტალებს გააცნობენ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე, ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე, ოზურგეთის გამგებელი მერაბ ჭანუკვაძე და გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე.

1,2 და 3 სექტემბერს, ოზურგეთსა და შეკვეთილში, შავი ზღვის საერთაშორისო ფოლკლორის ფესტივალი გაიმართება. ფესტივალი წელს პირველად ,,Check in Georgia"-ს ფარგლებში ტარდება და გურია მასპინძლობს.

ფესტივალში მონაწილეობენ საქართველოს, იტალიიის, შვეიცარიის, სომხეთისა და თურქეთის ანსამბლები. დიდ ქართულ სცენაზე 5 ქვეყანა, 25 ანსამბლი და 400-მდე მონაწილე ფოლკლორის უნიკალურ ნიმუშებს წარმოგვიდგენენ.ფესტივალი 3 დღის განმავლობაში ჩატარდება და 2 მნიშვნელოვან ლოკაციას მოიცავს, კერძოდ - 1 და 2 სექტემბერს, ქართველი და უცხოელ ანსამბლებს ოზურგეთი უმასპინძლებს. 3 სექტემბერს კი გალა კონცერტი გაიმართება შეკვეთილში, ახლადგახსნილ საკონცერტო დარბაზში "Black Sea Arena", რომელიც ამ ფესტივალის მხარდამჭერია.

ფესტივალის პროგრამა:

1 სექტემბერი, 12:00 სთ. - ოზურგეთი, "ჭადრების ბაღი"

ანსამბლები: "შვიდკაცა", "ვახტანგური", "იადონი", "რეხეული", "ამაღლება", "გურია", "აცაურა", "მხედრები", ტრიო "ხელხვავი", მგალობელ-მომღერალთა გუნდი "შემოქმედი"; (დასწრება თავისუფალია)

2 სექტემბერი, 12:00 სთ. - ოზურგეთი, "ჭადრების ბაღი"

Quartet Nagelfluh – Switzerland, Su Cuncordu ‘e Sette Dolores – Sardinia, Italy, KTU State Conservatory Black Sea Music and Dance Ensemble–Turkey, მგალობელ-მომღერალთა გუნდი "დიდგორი", გოგონათა ანსამბლი "იალონი", ლენტეხის ფოლკლორული ანსამბლი "ლაგუშედა", ფოლკლორული ანსამბლი "შუახევი", "ძველითაობა"; (დასწრება თავისუფალია)

2 სექტემბერი, 20:00 საათი - ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი

Quartet Nagelfluh – Switzerland, Su Cuncordu ‘e Sette Dolores – Sardinia, Italy, KTU State Conservatory Black Sea Music and Dance Ensemble–Turkey, ანსამბლები - "რუსთავი", "ბასიანი", მგალობელ მომღერალთა გუნდი "დიდგორი", გოგონათა ანსმბლი "იალონი", ლენტეხის ფოლკლორული ანსამბლი "ლაგუშედა"; (დასწრება თავისუფალია)

3 სექტემბერი, 20:00 საათი - შეკვეთილი, "Black Sea Arena"

ანსამბლები - "სუხიშვილები", "რუსთავი", "ბასიანი", "რიჰო", "ლაგუშედა", "ფესვები", "მარეთი", უხუცესთა ანსამბლი "ბერმუხა", Quartet Nagelfluh – Switzerland, Su Cuncordu ‘e Sette Dolores – Sardinia, Italy, KTU State Conservatory Black Sea Music and Dance Ensemble–Turkey. (ბილეთები იყიდება www.tkt.ge – ზე, ასევე Black Sea Arena-ს სალაროებში.)

შავი ზღვის საერთაშორისო ფოლკლორის ფესტივალი საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და "Black Sea Arena"-ს მხარდაჭერით გაიმართება.

R