„ლოკომოტივის“ საფეხბურთო აკადემიაში მოზარდების რეგისტრაცია დაიწყო - კვირის პალიტრა

„ლოკომოტივის“ საფეხბურთო აკადემიაში მოზარდების რეგისტრაცია დაიწყო

"ლოკომოტივის აკადემიამ" აღსაზრდელების მიღება დაიწყო. როგორც კლუბის პრესსამსახურიდან გვაცნობეს, კლუბს გააჩნია ორი საწვრთნელი ბაზა - ხელოვნურ და ბუნებრივსაფარიანი მოედნებით, ასევე სათანადოდ აღჭურვილი ინფრასტრუქტურა.

მათივე ინფორმაციით, კლუბთან თანამშრომლობენ გამოცდილი მწვრთნელები და პირადი ექიმი, რომელიც ყველა ვარჯიშს ესწრება, ასევე აკადემიას შემუშავებული აქვს ასაკობრივი სამწვრთნელო პროგრამები.

როგორც კლუბის პრესსამსახურში განმარტავენ, "ლოკომოტივის" ბაზა საგურამოში მდებარეობს, სადაც წვრთნებს 2003, 2004, 2005 და 2006 წლებში დაბადებულ ფეხბურთელები გადიან.

თბილისიდან ტრანსპორტირებას თავად კლუბი უზრუნველყოფს, ხოლო 2007 წლიდან 2010 წლის ჩათვლით დაბადებული ფეხბურთელები თბილისში, ვერის ბაღში მდებარე მოედანზე ვარჯიშობენ.

აკადემიაში ამჟამად 2003 წლიდან 2010 წლის ჩათვლით დაბადებული მოზარდების მიღება მიმდინარეობს.

მსურველებს შეუძლია გაიარონ რეგისტრაცია საიტზე: http://fcloco.ge/?p=1680, ან დაუკავშირდნენ კლუბს: 577671133; 551531010

R