"სუხიშვილები" უარს ვამბობთ რუსეთში და მით უფრო რუსეთის მიერ ანექსირებულ რეგიონებში გასტროლებზე" - კვირის პალიტრა

"სუხიშვილები" უარს ვამბობთ რუსეთში და მით უფრო რუსეთის მიერ ანექსირებულ რეგიონებში გასტროლებზე"

ანსამბლმა "სუხიშვილებმა" ყირიმში კონცერტის გამართვაზე უარი თქვა.

"დღეს დაგვიკავშირდნენ ყირიმიდან. კონცერტები უნდათ სევასტოპოლში და სიმფეროპოლში. 2007 წლიდან 2014 წლამდე ყოველ წელს ვმართავდით ყირიმში კონცერტებს. ამჯერად შემოთავაზებაზე მარტივად ვუპასუხეთ: "სუხიშვილები" უარს ვამბობთ რუსეთში და მით უფრო რუსეთის მიერ ანექსირებულ რეგიონებში გასტროლებზე! Слава Украине! Героям слава!" - ეს გაცხადება ანსამბლის "ფეისბუკის" გვერდზე გამოქვეყნდა.

სოციალური ქსელით გავრცელებულ კომენტარებში ჩვენი საზოგადოება ძირითადად იწონებს ანსამბლის გადაწყვეტილებას, თუმცა თითოოროლა ადამიანი მაინც წერს, ეს პოლტიკაში ჩარევაა და კულტურა პოლიტიკაში არ უნდა ერეოდეს, რაზეც "სუხიშვილები" პასუხობენ:

"პოლიტიკაში გარევა? დიახ! კულტურა ყოველთვის დაკავშირებულია პოლიტიკასთან! ჩვენ მიგვაჩნია რომ რუსეთი ჩვენი მტერია! და ზოგადად რუსეთი ერთი დიდი ბოროტებაა! თუ თქვენ სხვანაირად თვლით, შეგიძლიათ თავად იცეკვოთ და იმღეროთ მოსკოვში!"