შეიარაღებული თავდასხმა ვაკეში - მოკლულია ერთი ახალგაზრდა - კვირის პალიტრა

შეიარაღებული თავდასხმა ვაკეში - მოკლულია ერთი ახალგაზრდა

რამდენიმე საათის წინ შეიარაღებული თავდასხმა მოხდა ვაკეში, ფალიაშვილისა და რიგის ქუჩების გადაკვეთაზე.

გავრცელებული ინფორმაციით, ნიღბიანი პირი თავს დაესხა მანქანაში მყოფ ორ ახალგაზრდას.

ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, მოკლული ნასამართლევი პირი ს.ჯ-ა, რომლის სახელიც არაერთ გახმაურებულ კრიმინალურ საქმეში ფიგურირებს. „ინტერპრესნიუსი“ მის ვინაობას შეგნებულად არ ასახელებს. აღსანიშნავია, რომ მოკლულის ძმა გ. ჯ ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტია.

შსს-ს ინფორმაციას ამ დრომდე არ ავრცელებს.