ვაკეში მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია - კვირის პალიტრა

ვაკეში მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია

რამდენიმე საათის წინ შეიარაღებული თავდასხმა მოხდა ვაკეში, ფალიაშვილისა და რიგის ქუჩების გადაკვეთაზე.

გავრცელებული ინფორმაციით, ნიღბიანი პირი თავს დაესხა მანქანაში მყოფ ორ ახალგაზრდას.

ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, მოკლული ნასამართლევი პირი ს.ჯ-ა, რომლის სახელიც არაერთ გახმაურებულ კრიმინალურ საქმეში ფიგურირებს. „ინტერპრესნიუსი“ მის ვინაობას შეგნებულად არ ასახელებს. აღსანიშნავია, რომ მოკლულის ძმა გ. ჯ ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვაკეში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, ფალიაშვილისა და რიგის ქუჩების კვეთაზე მომხდარი შემთხვევის შედეგად მოკლულია ერთი და დაჭრილია ერთი პირი.