JPM-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 82% მიიჩნევს, რომ მთავრობამ ფოკუსირება დასაქმებასა და უმუშევრობაზე უნდა მოხდინოს - კვირის პალიტრა

JPM-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 82% მიიჩნევს, რომ მთავრობამ ფოკუსირება დასაქმებასა და უმუშევრობაზე უნდა მოხდინოს

ტელეკომპანია "იმედის" დაკვეთით კომპანია JPM Strategic Solutions-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, კითხვაზე - რომელია სამი ყველაზე დიდი პრობლემა, რომელზეც მთავრობამ უნდა მოხდინოს ფოკუსირება, გამოკითხულთა 82% მიიჩნევს, რომ ეს არის დასაქმება და უმუშევრობა, გამოკითხულთა 48% ასახელებს სიღარიბეს, ხოლო 37% ფასების ზრდას და ინფლაციას.

ტერიტორიული მთლიანობას ასახელებს გამოკითხულთა 31%, პენსიებსა და ჯანდაცვას - 21%-21%, განათლებას - 16%, მართლმსაჯულების სისტემასა და კრიმინალს 7-7%, კორუფციას - 6%.

სოციოლოგიური კვლევა ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით კომპანია JPM Strategic Solutions-მა საქართველოს მასშტაბით 18-დან 27 აგვისტოს ჩათვლით ჩაატარა. კვლევის ფარგლებში პირისპირ ინტერვიუს მეთოდით 1200 ამომრჩეველი გამოიკითხა. კვლევაში ცდომილების ზღვარი 2,8%-ს შეადგენს.