"ირმა ინაშვილს რომ მოსთხოვოთ, წარმოადგინოს სააკაშვილის წინააღმდეგ დაწერილი სარჩელი, ვერაფერს წარმოადგენს" - კვირის პალიტრა

"ირმა ინაშვილს რომ მოსთხოვოთ, წარმოადგინოს სააკაშვილის წინააღმდეგ დაწერილი სარჩელი, ვერაფერს წარმოადგენს"

"ეს არის ხალხი, რომელთა შესახებ დიდი ინფორმაცია მაქვს, რაც, შესაძლოა, მათთვის არასასურველი იყოს"

მკითხველს უთუოდ ახსოვს "კვირის პალიტრაში" საზღვაო ძალების ყოფილი სარდლის ყოფილი მოადგილის, ვიქტორ ჭელიძის სკანდალური განცხადებები. ის მოქმედ თუ ყოფილ ჩინოვნიკებს დანაშაულებრივ ქმედებებში ამხელდა, თუმცა გისოსებს მიღმა თავად აღმოჩნდა. ვიქტორ ჭელიძე ძებნილია 2007 წლიდან, 2015 წელს კი ბელგიამ ის საქართველოს გადმოსცა და ახლა #12 პენიტენციარულ დაწესებულებაში იხდის სასჯელს (ჭელიძე განაჩენს, 20-წლიან პატიმრობას, სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს.) გასულ კვირას ის რედაქციას დაუკავშირდა, გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან.

- ამბობთ, რომ თქვენს წინააღმდეგ საქმე ოქრუაშვილის დავალებით შეითითხნა. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა. ოქრუაშვილი სააკაშვილის ოპოზიციაში აღმოჩნდა, შემდეგ ხელისუფლებაც შეიცვალა. ამ ხნის მანძილზე რატომ ვერ მოხერხდა თქვენი უდანაშაულობის დამტკიცება?

- სასამართლო ვერც იმას აღიარებს, რომ უდანაშაულო ვარ და ვერც ბრალდების არგუმენტებს მიიჩნევს საფუძვლიანად... ჩემი გარეთ გამოსვლა პროკურორ ზურაბ ლორიას ციხეში წასვლას უდრის.

...

- ირმა ინაშვილზე ამბობთ, რომ ცრუობს, რა იგულისხმეთ?

- ახლახან მან ტელეეთერით განაცხადა, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ბელგიაში შევიტანე სარჩელი მის მიერ ჩადენილი დანაშაულების გამო, რაც ციხის კადრებმაც ცხადყოო. ეს მტკნარი სიცრუეა! რა სარჩელსაც ის გულისხმობს, მისი ორიგინალი მე მაქვს. სარჩელი არის იქს-პერსონის წინააღმდეგ, რომელიც შესაძლოა ბედუკაძეს თეორიულად თავს დაესხას. ამ სარჩელის დაწერა მოჰყვა სააკაშვილის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ბედუკაძეს ციხის სკანდალური ვიდეოფირის შექმნისთვის 2 მილიონი გადაუხადეს. სარჩელში ნათქვამია, რომ ბედუკაძეს სააკაშვილის საიდუმლო სამსახურების წარმომადგენლები ემუქრებოდნენ. ეს იყო და ეს, ცალკე სააკაშვილის დანაშაულებრივი ქმედებებისა და მისი მმართველობის პერიოდში ჩადენილი სისტემური დანაშაულებისთვის სარჩელი არავის არსად შეუტანია... ზემოთ ხსენებული სარჩელი ჩემთან იმიტომ აღმოჩნდა, რომ ბელგიაში ერთხანს ბედუკაძე ჩემთან ცხოვრობდა. გარწმუნებთ, რომ მოსთხოვოთ ინაშვილს, წარმოადგინეთ სააკაშვილის წინააღმდეგ დაწერილი სარჩელი (თუნდაც ასლი), რომელზეც ახლა აპელირებთ-თქო, ვერაფერს წარმოადგენს.

- ინაშვილმა თავის დროზე თქვა, რომ ის უზრუნველყოფდა ბედუკაძის უსაფრთხოებას, მისთვის ადვოკატის აყვანას და ა.შ.

- თავიდან მართლაც ასე იყო, ბედუკაძეს ადვოკატი აუყვანეს, შემდეგ კი იმ ფულის დაზოგვა დაიწყეს, რაც ბედუკაძისთვის უნდა მიეცათ. მას სახლიც კი არ დაუქირავეს და ერთ-ერთ თავიანთ თანამოაზრესთან შეასახლეს, შემდეგ კი, ფაქტობრივად, ტყვედ აქციეს. ამის გამო გამოექცა მათ ბედუკაძე და დახმარებისთვის მე მომმართა. ეს არის ხალხი, რომელთა შესახებ დიდი ინფორმაცია მაქვს, რაც, შესაძლოა, მათთვის არასასურველი იყოს.

წაიკითხეთ სრულად გაზეთ "კვირის პალიტრაში", ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ სტატია: "იმიტომ ვარ ციხეში, რომ ძალიან ბევრი რამ ვიცი..." - ექსკლუზივი