ყიფშიძის ქუჩაზე დაჭრილი მამაკაცი გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

ყიფშიძის ქუჩაზე დაჭრილი მამაკაცი გარდაიცვალა

პროფილაქტიკის თანამშრომელი, რომელიც ცოტა ხნის წინ ყიფშიძის ქუჩაზე დაჭრეს, გარდაიცვალა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

იხილეთ: „უთხრა, ჯერ არ მცალია, დამელოდე და მერე გაგიკეთებო, რის შემდეგაც, ამ ადამიანმა მანქანიდან ავტომატი ამოიღო და ესროლა"

აღნიშნული პირი საავადმყოფოში იყო გადაყვანილი და გადაუდებელი ოპერაცია უტარდებოდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ამასთან, შსს-ს მიერ გავრცელებული პირველადი ინფორმაციით, შემთხვევა „ყოფით ნიადაგზე დაწყებულ კონფლიქტს“ მოჰყვა, რის შედეგადაც კლიენტმა პროფილაქტიკის თანამშრომელს ესროლა.