„თეგეტა მოტორსის“ ახალი ფილიალი გაიხსნა - კვირის პალიტრა

„თეგეტა მოტორსის“ ახალი ფილიალი გაიხსნა

"თეგეტა მოტორსის“ სერვისცენტრებს თბილისის შემოსავლელი გზის 36-ე კმ-ზე, „გაფორმების ეკონომიკური ზონის“ ტერიტორიაზე, კიდევ ერთი ობიექტი შეემატა.

როგორც „თეგეტა მოტორსიდან” გვაცნობეს, სერვის ცენტრი ძირითადად სატვირთო ავტომობილებს მოემსახურება.

მათივე ინფორმაციით, “თეგეტა მოტორსის“ ახალ სერვისცენტრში წარმოდგენილია: მსოფლიოში წამყვანი ბრენდების უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, მომსახურების უმაღლესი სტანდარტი, მაღალკვალიფიციური კადრები და კომფორტული გარემო, აქვეა შოურუმი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს სატვირთო ავტომობილის საბურავების, აკუმულატორებისა და სხვა სათადარიგო ნაწილების ფართო არჩევანს. ფილიალში ავტომობილის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ „ტაქს ფრის“ სერვისით, ასევე შეუძლიათ დარეკონ საინფორმაციო სამსახურში 226 44 44 ან 224 44 44 წინასწარი რეზერვაციის ან ნებისმიერი ინფორმაციისათვის.

მათივე განცხადებით, „თეგეტა მოტორსის“ ახალი სერვის ცენტრი გამოირჩევა მდებარეობით, ვინაიდან იგი „გაფორმების ეკონომიკური ზონის“ ტერიტორიაზეა, სადაც ყოველდღიურად ასობით სატვირთო მანქანა იყრის თავს. ძირითადად ეს სატვირთო მანქანები არიან საერთაშორისო გადაზიდვებში მყოფი როგორც ქართველი, ასევე საერთაშორისო გადამზიდავები. რამდენიმედღიანი თუ კვირიანი მგზავრობის გამო, ხშირად გარკვეული პრობლემები ექმნება მანქანებს, ამიტომ მძღოლებისათვის მეტად კომფორტულია ამ ტერიტორიაზე ავტოსერვისის არსებობა.

„თეგეტა მოტორსის“ ცენტრებში წარმოდგენილია მსოფლიოში წამყვანი ბრენდების უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, როგორებიცაა: Bridgestone, Michelin, Riken, Falken, Varta, Exide, Shell, Motul, Fuchs-titan, Meguin, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და სხვა. პროდუქცია ხელმისაწვდომია ყველა კატეგორიის მომხმარებლისათვის.

„თეგეტა მოტორსი“ უკვე 20 წელია ქართულ ბაზარზეა და ავტოინდუსტრიაში მუდმივად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას. „თეგეტა მოტორსი“ არის საქართველოში უმსხვილესი იმპორტიორი მსოფლიოს წამყვანი ბრენდების მიერ წარმოებული საბურავების, ზეთების, აკუმულატორების და მსუბუქი ავტომობილების სათადარიგო ნაწილების მიმართულებით. რაც ნიშნავს, რომ აქ წარმოდგენილი უმაღლესი ხარისხის პროდუქცია ნებისმიერი მარკის ავტომობილისთვის გამართული მუშაობის და უსაფრთხო გადაადგილების გარანტიაა. „თეგეტა მოტორსის“ სერვისცენტრების მომსახურებით სარგებლობა შესაძლებელია, როგორც თბილისში, ასევე ბათუმში, ზუგდიდში, ფოთში, ქუთაისში, ახალციხეში, რუხსში, გორსა და თელავში.