"არ ვიცი, შს მინისტრმა შეამჩნია თუ არა, მაგრამ საქართველოს დედაქალაქში, ცენტრში უკვე კაცს კლავენ" - კვირის პალიტრა

"არ ვიცი, შს მინისტრმა შეამჩნია თუ არა, მაგრამ საქართველოს დედაქალაქში, ცენტრში უკვე კაცს კლავენ"

"რესპუბლიკური პარტიის წევრის, ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, ბოლო პერიოდში შექმნილი კრიმინალური სიტუაცია ყველა საზღვარს გასცდა.

როგორც ჟურნალისტებს "რესპუბლიკელმა" დეპუტატმა განუცხადა, შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი ხალხის არჩეულია და მოქალაქეებთან მეტი ყურადღებაა საჭირო.

„მეგონა, მღებრიშვილი ამავე დროს იტყოდა, რომ მოქალაქეებსაც დაიცავს, იმიტომ რომ, არ ვიცი შეამჩნია თუ არა, უკვე საქართველოს დედაქალაქში, ცენტრში კაცს კლავენ. ეს უკვე გასცდა ყველა საზღვარს. ამას უკვე სისტემური ანალიზი სჭირდება. ეს შემთხვევითი ვერ იქნება. ეს ნიშნავს, რომ რაღაც რაოდენობა პოტენციური მკვლელების გამოშვებულია ვოლიერებიდან, თუ არ ვიცი საიდან. მესმის, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი არის პოლიციის უფროსი და პოლიციას უნდა მოეფეროს, მაგრამ ქართველი ხალხის არჩეულია და ჩვენი დანიშნულია. ჩვენ უნდა მოგვხედოს, მოქალაქეებთან ცოტა მეტი ყურადღებაა საჭირო. მემგონი უბრალოდ მას არ ესმის თავისი პასუხისმგებლობა, თავისი როლი. მთავრობის მუშაობაში ეს ხარვეზია და აღარ იყურებიან მოქალაქეებისკენ. რატომღაც ჰგონიათ, რომ თანამდებობები მემკვიდრეობით ერგოთ".

"ინტერპრესნიუსი"