თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე სამარშუტო ტაქსს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა - კვირის პალიტრა

თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე სამარშუტო ტაქსს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა

თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე სამარშუტო ტაქსს „ ოპელის“ მარკის მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.

როგორც კომპანია „თბილისის მიკროავტობუსიდან“ გვაცნობეს, მსუბუქად დაშავებულია მხოლოდ „ოპელის“ მარკის ავტომობილის მძღოლი , რაც შეეხება მიკროავტობუსს, მასში მძღოლის გარდა არავინ იმყოფებოდა.

სამარშუტო ტაქსს „ოპელის“ მარკის მსუბუქი ავტომობილი იმ დროს დაეჯახა, როცა სამარშუტო ტაქსი ტექდათვალიერების გასავლელად მიდიოდა.