არჩევნების შემდეგ დავით ბაქრაძე აშშ-ში ელჩის თანამდებობაზე დაინიშნება - კვირის პალიტრა

არჩევნების შემდეგ დავით ბაქრაძე აშშ-ში ელჩის თანამდებობაზე დაინიშნება

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დავით ბაქრაძე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას აღარ დაიკავებს.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომაზე განაცხადა, რომელიც მთავრობის კანცელარიაში მიმდინარეობს.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დავით ბაქრაძე არჩევნების შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე დაინიშნება.

ამჟამად აშშ-ში ელჩი არჩილ გეგეშიძეა.

"ინტერპრესნიუსი"