"პაატა ბურჭულაძემ პარტია და საკუთარი ავტორიტეტი დიდ ფულზე გაყიდა" - კვირის პალიტრა

"პაატა ბურჭულაძემ პარტია და საკუთარი ავტორიტეტი დიდ ფულზე გაყიდა"

პაატა ბურჭულაძის ახალშექმნილი ბლოკი კიდევ ერთმა ლიდერმა - ხათუნა ლაგაზიძემ დატოვა. როგორც ამბობენ, მის გზას მალე პარტიის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა, გიორგი რუხაძე დაადგება. სტატიას ამ საკითხზე გაზეთი "კვირის პალიტრა" აქვეყნებს, რომლიდანაც ამონარიდს გთავაზობთ:

ხათუნა ლაგაზიძე:

- დროთა განმავლობაში პარტიაში გაუგებარი პრობლემები გაჩნდა - ერთი თვის წინ კი პაატა ბურჭულაძემ ერთპიროვნული გადაწყვეტილება მიიღო და გამყიდველ "ნაციონალებს" შეუერთდა.

- დააკონკრეტეთ, რა ტიპის პრობლემები გაჩნდა პარტიაში?

- არსებობდა ფინანსური პრობლემები, ამასთან, ადამიანებს მოტივაცია უქვეითდებოდათ და პარტიიდან მიდიოდნენ. როდესაც გაერთიანების შესახებ შევიტყვე, პაატასგან განმარტება მოვითხოვე - მან მითხრა, ეს ბლოკი ჩვენი პარტიის გადასარჩენად შევქმენიო.

- "გირჩს", გიორგი ვაშაძესა და "ახალ მემარჯვენეებს" პაატა ბურჭულაძე რა ბერკეტით უნდა გადაერჩინათ?

- სწორედ ამ კითხვაზე პასუხი დარჩა ღიად, რის შემდეგაც ამ ადამიანებთან ერთად არც ერთ შეხვედრასა თუ პრეზენტაციაზე არ გამოვჩენილვარ. მივხვდი, რომ პაატა ბურჭულაძემ პარტია და საკუთარი ავტორიტეტი დიდ ფულზე გაყიდა...

...

ვფიქრობდი, საარჩევნო სიაში გამგეობის წევრები, ჩვენი ლიდერები მოხვდებოდნენ, თუმცა პალიკო კუბლაშვილმა სია ყოფილი "ნაციონალებით" დააკომპლექტა, პაატა ბურჭულაძის თანაგუნდელებისგან კი მხოლოდ სამი "ნარჩენი" ჩასვა. გარდა "ნაციონალებისა", სიაში კრიმინალური მენტალიტეტის მქონე პირებსაც ნახავთ. მეტიც, მსგავსი ქუჩური მენტალიტეტის პირებს პარტიაზე დიდი გავლენა აქვთ. ერთ-ერთი გოგა კალაძეა, იგივე "კალოშა", რომელიც აჭარის უზენაესი საბჭოს არჩევნებში პაატა ბურჭულაძემ სიის პირველ ნომრად დაასახელა.  ეს ადამიანი მარტო არ მოქმედებს, მისი გარემოცვა პარტიაში დისონანსის შემოტანას აქტიურად ცდილობდა.

წაიკითხეთ სრულად გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან დარეგისტრირდით ჩვენს საიტზე, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ სტატია: "სახელმწიფოსგან ვითხოვ, ამ ადამიანებისგან დამიცვას"