რომის პაპი საქართველოს 30 სექტემბერს ეწვევა - კვირის პალიტრა

რომის პაპი საქართველოს 30 სექტემბერს ეწვევა

რომის პაპი ფრანცისკე საქართველოს 30 სექტემბერს ეწვევა.

ვიზიტის ორგანიზატორების ინფორმაციით, რომის პაპი საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს და საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდება.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში რომის პაპი სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარს მოინახულებს და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ლიტურგიას აღავლენს.

პაპი ფრანცისკე, თბილისიდან 2 ოქტომბერს აზერბაიჯანში გაემგზავრება.

"ინტერპრესნიუსი"