ერთი გარდაცვლილი და 3 დაშავებული - თუშეთში ავტომობილი ხევში გადავარდა - კვირის პალიტრა

ერთი გარდაცვლილი და 3 დაშავებული - თუშეთში ავტომობილი ხევში გადავარდა

თუშეთში ავტომობილი ხევში გადავარდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი მძიმედ დაშავდა. გარდაცვლილია 21 წლის თემურ გოგოთიძე.

დაშავებულები, რომელთაც მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებათ, ვერტმფრენით თბილისში გადაიყვანეს. გარდაცვლილის ცხედარი კი ამ დრომდე გურჯაანის პროზექტურაშია გადასვენებული.

როგორც თუშეთში გამგებლის წარმომადგენელმა ლადო კახოიძემ განაცხადა, ამ დროისთვის როგორც ფშაველი-აბანო-ომალოს, ისე თუშეთში არსებული სხვა შიდა გზები ნორმალურ მდგომარეობაშია და შემთხვევა გზაზე არსებულ მდგომარეობას არ უკავშირდება. მისივე თქმით, მსგავსი უბედური შემთხვევების მიზეზი ზოგჯერ არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომანქანის მართვა ხდება.

შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ახალგაზრდები სოფელ დართლოდან ჭეშოსკენ მიემგზავრებოდნენ.