"ერთი ნაბიჯი კატასტროფამდე!" - 21-ე საუკუნის ავადმყოფობა საქართველოსთვის - კვირის პალიტრა

"ერთი ნაბიჯი კატასტროფამდე!" - 21-ე საუკუნის ავადმყოფობა საქართველოსთვის

ონლაინკაზინოები - ყველაზე ადვილი გზა "გასაყვლეფ სისტემაში" ჩასათრევად

თამაშდამოკიდებული ადამიანი გამოკლებულია აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებას, მათ არ აინტერესებთ მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები, არ ადევნებენ თვალს მედიასაშუალებებს, შესაბამისად ქვეყნისთვისაც, ისევე როგორც ამა თუ იმ პოლიტიკური ძალისთვის, ყოველი მათგანი დაკარგული ამომრჩეველია

მმართველი გუნდი ამომრჩევლებს ჰპირდება, რომ აზარტული თამაშების ხელმისაწვდომობას შეზღუდავს. წინასაარჩევნო პროგრამაში, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" ცოტა ხნის წინ წარმოადგინა, ნათქვამია: "სახელმწიფო, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, შეიმუშავებს რეგულაციებს აზარტული თამაშების ხელმისაწვდომობის შეზღუდვის კუთხით, განსაკუთრებით არასრულწლოვნებთან და თამაშდამოკიდებულ პირებთან მიმართებაში. გამკაცრდება სახელმწიფო კონტროლი რეგულაციების შესრულებაზე. გაძლიერდება პრევენციული საგანმანათლებლო კომპონენტი, რათა თავიდან ავიცილოთ მოსახლეობის ფართო ფენების, განსაკუთრებით ახალგაზრდების, აზარტულ თამაშებში ჩაბმა" ...

მარინა კაჭარავა, ფსიქოლოგი: "პათოლოგიური გემბლინგის გამო მსოფლიოს მასშტაბით განგაშია ატეხილი, რადგან მასთან ბრძოლა ძნელი აღმოჩნდა. თავის ტვინს აქვს როგორც აღგზნების, ასევე შეკავების უნარი, როცა საფრთხეს ხედავს, ცდილობს შეაკავოს და ვექტორი შეცვალოს. გემბლინგით "შეპყრობილთა" შემთხვევაში კი ეს მუხრუჭი აღარ მუშაობს. ეს გახლავთ პათოლოგიური ლტოლვა (მძაფრი ემოცია), რომელსაც "წამოკიდებული" ჰყავს ადამიანი და ის საკუთარ თავს ვეღარ აკონტროლებს.

ეს ყველაფერი მოქმედებს მეხსიერებაზე, გადაწყვეტილების მიღებაზე და ა.შ. - გამოაჩნდება იგივე ნიშნები, რაც ნარკოტიკზე დამოკიდებულ ადამიანს. თუმცა, მაინც სხვადასხვა ფსიქოტიპთან გვაქვს საქმე, მოთამაშეს უფრო მაღალი ინტელექტიც აქვს, მაგრამ ორივეს ახასიათებს პასუხისმგებლობის ვექტორის გარეთ გატანა - სურვილი, ყველაფერი "სხვას" გადააბრალოს.

წაიკითხეთ სტატია გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეტ სასურველი პაკეტი და იხილეთ სრულად