"მითვლიან, რომ დიდი საფრთხის ქვეშ ვარ, რომ რაღაცას მიმზადებენ, რომ თვით ბატონი ბიძინას დავალებაა რაღაც დამმართონ" - კვირის პალიტრა

"მითვლიან, რომ დიდი საფრთხის ქვეშ ვარ, რომ რაღაცას მიმზადებენ, რომ თვით ბატონი ბიძინას დავალებაა რაღაც დამმართონ"

როგორც სოციალურ ქსელში საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი წერს, მას ემუქრებიან და აფრთხილებენ, რომ ფრთხილად იყოს.

”ყველა მხრიდან მითვლიან, რომ დიდი საფრთხის ქვეშ ვარ, რომ რაღაცას მიმზადებენ, რომ თვით ბატონი ბიძინას დავალებაა, რომ მე რაღაც დამმართონ და გამანეიტრალონ. ამას მითვლიან „ოცნებიდან“, შსს-დან, უშიშროებიდან ნაცნობ-უცნობები, ახლობელ-ნაკლებახლობლები. მირჩევენ ვიარო ფრთხილად ... თავის მოკვლას არ ვაპირებ, შანსი არაა - თუ ასე გამოაცხადეს GDS-მა და სხვებმა, "ზნაჩიტ" ეგ იყო გეგმა და არ დაიჯეროთ. დანარჩენზე კიდევ მეცინება. ჩემ ქალაქში ფეხისწვერებზე სიარულს არ ვაპირებ, დავდიოდი და ვივლი ფეხით, თამამად და გულიანად. თუ უბრალოდ ჩემი შეშინება გინდათ, ამაოდ ირჯებით. თუ გაინტერესებთ რატომ - აბრძანდით ჩემ საგვარეულო სოფელში - ხაშურის რაიონის სოფელ სავანისუბანში, რამოდენიმე ელისაშვილს შეხვდით და მიხვდებით რატომ ვართ ეგეთები. ისე კი მთელი სახელმწიფო და მმართველი პარტია მე რომ მებრძვით და შეშინებას ცდილობთ, თქვენ თავს არ ეკითხებით რატომ გაკრიტიკებთ? რატომ დაგიპირისპირდით და რატომ გადავიქეცი დაუნდობელ ოპოზიციონერად? ვისაც სინდისი აქვს იმას ვეკითხები, თორემ ირაკლი და დანარჩენ კობახიძეებს და კიდევ სიაში 11 ნომერი რომაა, იმ ქალს არც მივმართავ”, - განაცხადა ელისაშვილმა. (წყარო)