"ტელევიზიის დირექტორი რომ პარტიის ლიდერს აშანტაჟებს და დირექტივებს აძლევს, ეს უმძიმესი რეციდივია" - კვირის პალიტრა

"ტელევიზიის დირექტორი რომ პარტიის ლიდერს აშანტაჟებს და დირექტივებს აძლევს, ეს უმძიმესი რეციდივია"

ინტერნეტში გავრცელდა აუდიოჩანაწერი, რომელიც „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერის პაატა ბურჭულაძის სატელეფონო საუბარს ასახავს. (იხ: "იცით, რომ მე ძალით თქვენ არ გაგიჩალიჩებთ" - რაზე საუბრობენ ფარულ აუდიოჩანაწერში ნიკა გვარამია და პაატა ბურჭულაძე)

ჩანაწერის მიხედვით, აღნიშნული პირები პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობენ, მათ შორის ნიკა გვარამია პაატა ბურჭულაძეს ”გირჩის” იმ წევრების პოზიციის გამო საყვედურობს, რომელიც ”ქართულ ოცნებასთან" კოალიციაში ყოფნის სურვილს გამოთქვამენ. თავის მხრივ, ბურჭულაძე გვარამიას პასუხობს, რომ „მსგავსი რამ არ ხდება“.

ჩანაწერის ავთენტურობა ჯერ არ დადასტურებულა, თუმცა ”რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი არ უარყოფს, რომ პაატა ბურჭულაძესთან მსგავსი საუბარი შედგა. აღნიშული გვარამიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა. (იხ: "სამი დღე არ დაჭირდა სუსს... აი, ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ")

გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით "ფეისბუკში" საინტერესო პოსტს აქვეყნებს პუბლიცისტი ვასილ მაღლაფერიძე.

"არ ვიცი, ვინ ჩაიწერა და გაავრცელა გვარამია-ბურჭულაძის საუბარი, ამერიკა-საქართველოს შორის ეს ბევრ ვინმეს შეეძლო ექნა, მაგრამ ტელევიზიის დირექტორი რომ პარტიის ლიდერს აშანტაჟებს და დირექტივებს აძლევს, ეს რომ უმძიმესი რეციდივია, ამას პოლიტიკოსობაზე, ექსპერტობაზე, ჟურნალისტობაზე ან, თუნდაც, უბრალოდ აზროვნებაზე პრეტენზიის მქონე ნებისმიერი სუბიექტი უნდა ხვდებოდეს.

თანაც ბურჭულაძე აშკარად დაქვემდებარებული ცუციკის პოზიციიდან საუბრობს, რასაც ალბათ, თავისი მიზეზი აქვს", - წერს მაღლაფერიძე.

წყარო