"ირაკლი ღარიბაშვილი უფრო ძლიერი ლიდერი და პოლიტიკოსი გამოდგა, ვიდრე დავით უსუფაშვილი" - კვირის პალიტრა

"ირაკლი ღარიბაშვილი უფრო ძლიერი ლიდერი და პოლიტიკოსი გამოდგა, ვიდრე დავით უსუფაშვილი"

ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილი უფრო ძლიერი ლიდერი და პოლიტიკოსი გამოდგა, ვიდრე დავით უსუფაშვილი.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა ამბროლაურში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, დავით უსუფაშვილს პრობლემები ჰქონდა ირაკლი ღარიბაშვილთან და ამიტომ გაუხარდა პრემიერად გიორგი კვირიკაშვილის დანიშვნა.

”როდესაც კვირიკაშვილი გახდა პრემიერ-მინისტრი და შეუდგა მუშაობას, უსუფაშვილი მისით გახლდათ აღფრთოვანებული, რომ ის ასეთი პრემიერ-მინისტრი იყო. უსუფაშვილს ეგონა, რომ კვირიკაშვილთან უფრო იოლად დაალაგებდა. ღარიბაშვილიც კარგი პრემიერი იყო. ღარიბაშვილმა უსუფაშვილს ყველა ბრძოლა მოუგო - უფრო ძლიერი ლიდერი და ძლიერი პოლიტიკოსი გამოდგა. გამოუცდელი მოვიდა, უსუფაშვილმა მასთან ვერაფერი მოახერხა და რა თქმა უნდა, ძალიან გაუხარდა კვირიკაშვილის მოსვლა“, - განაცხადა ყოფილმა პრემიერმა.

ამასთან, ივანიშვილმა უარყო, რომ პრემიერის თანამდებობაზე კვირიკაშვილის კანდიდატურა მას დავით უსუფაშვილმა ურჩია.

„უსუფაშვილს არავითარი კავშირი არ აქვს, რომ მან კვირიკაშვილი მიკარნახა. ზღაპრებს ყვება ამხელა კაცი, საოცრებაა”, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"